ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი მძიმე შეფასებებსა და განმარტებებს აკეთებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით:
“რატომ მიმაჩნია, რომ ირაკლი კობახიძე არის ბიძინას ფსიქოლოგიური ექსპერიმენტის მსხვერპლი და რატომ არის ქართული საზოგადოების ვალდებულება პოლიტიკური ვითარების ცვლილების შემდეგ მისი სრული ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის უზრუნველყოფა?
ერთი წუთით წარმოიდგინეთ მისი მდგომარეობა:
ჯერ უკანასკნელი სიტყვებით რომ გალანძღინებენ უზარმაზარ, შენზე ბევრად უფრო ძლიერ და წარმატებულ სოციუმს და მერე სრულიად მარტო ჩაგაგდებენ იმ სოციუმის ცენტრში – წადი ახლა და მე რომ მოგაქაქინე, როგორც გინდა ალოკეო… სანამ ბოლომდე არ ალოკავ, აქ ჩამოსული არ დაგინახოო… შენც რომ ლოკავ მხოლოდ უგემოვნო წითელ კაბებში გამოწყობილი ფუფალების თანდასწრებით “ღირსებით” და “ორ ფეხზე” (სინამდვილეში ოთხზე) დამდგარი. შენ ლოკავ და ისინი ტაშს გიკრავენ, თვითონაც გეხმარებიან… მაგრამ ამას არავინ გიფასებს… არავინ გესაუბრება. შენი “იდეალი” ორბანიც კი ამბობს, რომ ფოიეში შეგხვდა შემთხვევით, მოგიკითხა და გითხრა რომ მაგარი “ჯიგარი” ხარ…
ეს არის უზარმაზარი სტრესი დღე, ღამე კი კოშმარი…
რთული იქნება, თუმცა მისი პატრონობა მომავალში ამ სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ხუხაშვილი.