spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიდავასრულოთ პოლიტიკური კინკლაობა, ახლა ერთიანი, სწრაფი, აქტიური ქმედებების...

დავასრულოთ პოლიტიკური კინკლაობა, ახლა ერთიანი, სწრაფი, აქტიური ქმედებების დროა! – პაატა მანჯგალაძე

“ახალი საქართველოს“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე ე.წ. კეთილის მსურველების მოსაზრებას – ოპოზიცია სუსტია და არაფერი შეუძლია, გაუთავებელ ყიჟინად აღიქვამს და მიიჩნევს, რომ ასეთი ქმედება მმართველი პარტიის საარჩევნო სტრატეგიის ხაზის გაძლიერებას უწყობს ხელს.

პაატა მანჯგალაძე ოპოზიციის ლიდერებს სწრაფი და აქტიური ნაბიჯებისკენ მოუწოდებს და მიიჩნევს, რომ პოლიტიკური კინკლაობა უნდა დასრულდეს:

„ეგრედ წოდებული კეთილის მსურველების მიერ გაუთავებელი ყიჟინა, რომ ოპოზიცია სუსტია და არაფერი შეუძლია არის ხელისუფლების მთავარი საარჩევნო სტრატეგიის ხაზის გაძლიერება და ემსახურება ოპოზიციისა და მისი ლიდერებისადმი საზოგადოებაში უიმედობისა და უნდობლობის გაძლიერებას.

საერთო ნიჰილიზმის ფონზე, რომ არაფერი გამოვა და არაფერი შეიცვლება, ივანიშვილმა შედარებით უფრო ადვილად შეძლოს საზოგადოების აქტიური ნაწილის წინააღმდეგობის დაძლევა, ხოლო შედარებით პასიური ნაწილის მოსყიდვა ან დაშინება.

ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლების მიერ ამ თვითდაზიანებას მარტივი ახსნა აქვს, მიზანმიმართული მავნებლობა ან პოლიტიკური სიბეცე. მთელ მსოფლიოში მილიონები იხარჯება და კამპანიები იგეგმება იმისთვის, რომ კონკრეტული გუნდი ან პიროვნება წარმოჩინდეს უფრო მიმზიდველი, ეფექტური და ძლერი ვიდრე სინამდვილეშია. ჩვენთან კი, როგორც ჩანს, ჩვენმა კოლეგებმა რაღაც ახალი მოიფიქრეს სუსტები ვართ არაფერი შეგვიძლია და ხმა მოგვეცითო.

დავასრულოთ პოლიტიკური კინკლაობა! საუბრის დროც კი არ დარჩა, ახლა ერთიანი, სწრაფი, აქტიური ქმედებების დროა!“ – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ავტორი
ბეჟან ბერულავა

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“განახორციელეთ ზარის მონიტორინგი და მომეცით დედასთან საუბრის საშუალება” – მარიამ ხარშილაძე

სოციალურ ქსელში, ელისო კილაძის ფეისბუქის გვერდზე წერს მისი შვილი,...

Business Insider Polska: ბათუმი შავი ზღვის რეგიონში ბიზნესისა და ტურიზმის ახალ ცენტრად ყალიბდება

„Business Insider” – ის პოლონური გამოცემა ბათუმის შესახებ ვრცელ...

“იმ ოჯახებსა და ცალკეულ პირებს, ვისაც არ ეკუთვნის დახმარება სახელმწიფოს მხრიდან, მათ ეხსნებათ, ხოლო...

„ვისაც სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების საჭიროება აქვს, მათ ეს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...