ხუთშაბათი, მაისი 22, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარილარის კურსილარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 22-24 ივნისის...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 22-24 ივნისის პერიოდისთვის

21 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 22 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში.

ივნისის დასაწყისიდან ლარის კურსის გაუფასურებამ დინამკიური ხასიათი მიიღო. თუმცა თვის შუა რიცხვებში მეტნაკლები დასტაბილურება მოხდა, ხოლო ბოლო კვირაში გამყარების ნიშნებიც გამოჩნდა, იყო მკვეთრი გამყარებაც კი. კერძოდ, აშშ დოლართან მიმართებაში ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

18 ივნისი – 2.8689;
19 ივნისი – 2.8625;
20 ივნისი – 2.8071;
21 ივნისი – 2.8001.

ეროვნული ვალუტის კურსი ბოლო ვაჭრობაზე უცვლელად დარჩა და 1 აშშ დოლარი 22 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში ისევ 2.8001 ლარი ეღირება.

ანალოგიური სიტუაცია იყო, ევროსთან მიმართებაშიც. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

18 ივნისი – 3.0723;
19 ივნისი – 3.0680;
20 ივნისი – 3.0151;
21 ივნისი – 3.0045.

ეროვნული ვალუტა, ევროსთან მიმართებაში, ბოლო ვაჭრობაზეც საკმაოდ გამყარდა, 0.0309 ლარით, ჩამოცდა 3-ლარიან ნიშნულს და 22 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.9916 ლარი.

სხვა ვალუტებთან მიმართებაშიც მეტნაკლებად ანალოგიური მდგომარეობა გამოიკვეთა და აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი, უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, უმრავლეს შემთხვევაში კიდევ უფრო გამყარდა. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით):

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5382 ლარი (გამყარდა 0.0196 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0853 ლარი (გამყარდა 0.0004 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6922 (გაუფასურდა 0.0012 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6459 ლარი (გამყარდა 0.0008 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.2485 ლარი (გამყარდა 0.0383 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.1388 ლარი (გამყარდა 0.0095 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.9536 ლარი (გამყარდა 0.0027 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.3518 ლარი (გაუფასურდა 0.0043 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.4723 ლარი (გამყარდა 0.0630 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.7613 ლარი (გამყარდა 0.0062 ლარით).

რუბლთან მიმართებაში ბოლო 3 კვირაა გრძელდება ეროვნული ვალუტის კურსის არასტაბილურობა და რამდენიმე დღით კურსის გაუმჯობესების შემდეგ, ბოლო კვირაში ისევ განაგრძო გაუფასურდა. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

18 ივნისი – 3.2352;
19 ივნისი – 3.2852;
20 ივნისი – 3.3627;
21 ივნისი – 3.2467.

ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, ისევ საგრძნობლად, 0.0550 ლარით 100 რუსულ რუბლზე, თუმცაღა ისევ დარჩა 3 ლარის ნიშნულს მაღლა და შესაბამისად, 22 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.2115 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ნიკუშათი, გარდა იმისა, რომ ბევრ რამეში გაჭრილი ვაშლივით მგავს, კიდევ უფრო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას, პეტრე ცისკარიშვილის...

“მეგობარი აქტი” არის პასუხი მოძალადე რეჟიმის ქმედებებზე. ამერიკამ მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს და არა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმიანება აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის...

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...