სპეციალური საგამოძიებო სამსახური მაჩალიკაშვილის საქმეს არ გამოიძიებს, რაზეც რეკომენდაციას იძლეოდა სტრასბურგის სასამართლო. სპეციალური საგამოძიებიო სამსახურის აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, შვილმოკლულმა მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა:
“მე და ჩემმა ოჯახმა ვიცოდით, რომ ახლად შექმნილი სპეციალური საგამოძიებო სამსახური არაფრის გამკეთებელი არ იყო. ისიც იგივენაირად, როგორც პროკურატურა იქნება თუ სასამართლო ერთი კაცის ბიჟები არიან…
7 წელი გახდება მე ვიბრძვი და ბოლო ამოსუნთქვამდე ისევ შევებრძოლები ამ მახინჯ სისტემას“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
ინფორმაციისთვის: “ვინაიდან ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი დარღვევები არ არის იმ ხასიათის, რომელიც გამოძიების განახლების საფუძველი გახდებოდა და აღნიშნული ხარვეზების/დარღვევების გამოსწორება შეუძლებელია, თუნდაც ახალი გამოძიების პირობებში, ხელახალი გამოძიების ჩატარება ვერ იქნება გონივრული და მიზანშეწონილი“, – ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში.
ცნობისათვის: სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გადაწყვეტილებას, მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატები სასამართლოში გაასაჩივრებენ