კვირა, ივლისი 13, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითამთა მეგრელიშვილი: "გამჭვირვალობის შესახებ" კანონი არის ქვეყნის უსაფრთხოების...

თამთა მეგრელიშვილი: “გამჭვირვალობის შესახებ” კანონი არის ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი

“ხალხის ძალასთან” დაკავშირებული ექსპერტი, ანალიტიკოსი თამთა მეგრელიშვილი შეფასებებს აკეთებს “გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით:

გამჭვირვალობის შესახებ” კანონი არის ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი და მის სუვერენიტეტზე ხაზგასმა, სწორედ ამიტომ ცდილობენ ჩვენზე ბევრად განვითარებული ქვეყნები ამ სამართლებრივი სტანდარტის დანერგვას.

ამჯერად კანადის სენატმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ კანონი დაამტკიცა, რომლის მიზანიც უცხოურ ჩარევასთან ბრძოლაა და რომელიც უცხოელ აგენტთა რეესტრის შექმნას ითვალისწინებს.
ამ საკითხს საზოგადოება და იქ მოქმედი არასამთავრობო სექტორი გაგებით მოეკიდა და არავის გასჩენია სურვილი საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ გარე ძალთა დაკვეთით ემოქმედა.

“გამჭვირვალობის შესახებ” ქართული კანონის ირგვლივ გამართულმა პოლიტიკურმა სპეკულაციებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ “კეთილი მიზნები” ყოველთვის არ ნიშნავს თავის თავს და დონორი ორგანიზაციები კანონიერების დაცვასა და გამჭვირვალობის მოთხოვნას ქართულ არასამთავრობო სექტორთან ერთად დიდი შიშით უსაფუძვლოდ არ ემალებიან. დიდი ძმის მიერ დიდი ფულია გადახდილი სახელმწიფოებრივი “მელოდიის” ასარევად.

“გამჭვირვალობის კანონი” წინააღმდეგობის მიუხედავად მიღებულია და ის
ეროვნული ინტერესების აქტია, რომელმაც ჯერ კიდევ შეხების გარეშე ყველა ანტისახელმწიფოებრივი ძალა გაშიფრა“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თამთა მეგრელიშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

გიორგი ვაშაძე: “გამარჯვების გზა მარტივია, უკომპრომისობა ქოცებთან – კომპრომისი ერთმანეთთან”

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, მმართველი გუნდის მიმართ საერთო...

ნინო ჯანგირაშვილი: “ბოიკოტი მაინც შედგება”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით,...

კახა კალაძე ენჯეოებზე: “ისინი ჩართულები იყვნენ რევოლუციურ სცენარში და მცდელობები ჰქონდათ, ქვეყანაში მოეწყოთ სახელმწიფო...

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოში არსებული რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ...

“ალეკო ელისაშვილი, ეს ფიზიკური თუ პოლიტიკური აკრობატი, იწვევს სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში, რათა გახდეს დედაქალაქის...

თბილისის მერის კანდიდატურასთან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...