“ხალხის ძალასთან” დაკავშირებული ექსპერტი, ანალიტიკოსი თამთა მეგრელიშვილი შეფასებებს აკეთებს “გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით:
“გამჭვირვალობის შესახებ” კანონი არის ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი და მის სუვერენიტეტზე ხაზგასმა, სწორედ ამიტომ ცდილობენ ჩვენზე ბევრად განვითარებული ქვეყნები ამ სამართლებრივი სტანდარტის დანერგვას.
ამჯერად კანადის სენატმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ კანონი დაამტკიცა, რომლის მიზანიც უცხოურ ჩარევასთან ბრძოლაა და რომელიც უცხოელ აგენტთა რეესტრის შექმნას ითვალისწინებს.
ამ საკითხს საზოგადოება და იქ მოქმედი არასამთავრობო სექტორი გაგებით მოეკიდა და არავის გასჩენია სურვილი საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ გარე ძალთა დაკვეთით ემოქმედა.
“გამჭვირვალობის შესახებ” ქართული კანონის ირგვლივ გამართულმა პოლიტიკურმა სპეკულაციებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ “კეთილი მიზნები” ყოველთვის არ ნიშნავს თავის თავს და დონორი ორგანიზაციები კანონიერების დაცვასა და გამჭვირვალობის მოთხოვნას ქართულ არასამთავრობო სექტორთან ერთად დიდი შიშით უსაფუძვლოდ არ ემალებიან. დიდი ძმის მიერ დიდი ფულია გადახდილი სახელმწიფოებრივი “მელოდიის” ასარევად.
“გამჭვირვალობის კანონი” წინააღმდეგობის მიუხედავად მიღებულია და ის
ეროვნული ინტერესების აქტია, რომელმაც ჯერ კიდევ შეხების გარეშე ყველა ანტისახელმწიფოებრივი ძალა გაშიფრა“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თამთა მეგრელიშვილი.