ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

ხანძარი ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ბაზრობაზე

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ე.წ. კეჩის ბაზრობაზე ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

ხანძრის შედეგად დამწვარია ბაზრობის დაახლოებით 100 კვადრატული მეტრი ფართობი, ცეცხლი მხოლოდ ადმინისტრაციის ოთახებზე გავრცელდა, შესაბამისად, მომხდარის შედეგად, ბაზრობის გამყიდველებისგან არავინ დაზარალებულა. ინციდენტის შედეგად არ არიან დაშავებულებიც.

შემთხვევის ადგილზე რვა სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი და 40 მეხანძრე მაშველი იყო მობილიზებული.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით კვლავ უცნობია.

შსს-ს მხრიდან მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

ავტორი
ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული