spot_img
მთავარიინტერვიუ"ასე არუსებდნენ ბელარუსს, მაგრამ ეს საქართველოში არ გამოუვათ!"...

“ასე არუსებდნენ ბელარუსს, მაგრამ ეს საქართველოში არ გამოუვათ!” – პაატა კვირკვაია

სამოქალაქო აქტივისტი, პაატა კვირკვაია, სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს ქვეყანაში დღეს არსებულ რეალობასა და მთავარ გამოწვევებთან დაკავშირებით:

,,ჩემი განსაკუთრებული ჩართულობა პოლიტიკაში დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე დაიწყო. ქვეყანაში გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აინტერესებს არც ქვეყნის, არც მოსახლეობის ბედი. აკეთებს იმას, რაც თვითონ უნდა, რასაც უბრძანებენ.

2 თვის უკან კარგად დავინახეთ, რაც გააკეთეს, როდესაც მიიღეს ,,რუსული კანონი” და კიდევ ათას კანონს იღებენ – გვართმევენ სიტყვის თავისუფლებას, ევროპულ მომავალს, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება. სწორედ ეს არის ის მიზეზი, რაც ახალგაზრდებსა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირებას იწვევს. არ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა დაემსგავსოს ისეთ ქვეყანას, როგორიცაა ბელარუსი. ასე არუსებდნენ ბელარუსს, მაგრამ ეს საქართველოში არ გამოუვათ!

ახალგაზრდების ასეთი ჩართულობა პოლიტიკაში ძალიან დასაფასებელია, რადგან წინა წლებთან შედარებით გაზრდილია ახალგაზრდების ჩართულობის მაჩვენებელი.

ახალგაზრდებს მოვუწოდებდი იმას, რომ ყოველთვის იბრძოლონ სამართლიანობისთვის, მომავლისთვის. ჩემი მთავარი მოწოდება იქნება ის, რომ ძალიან აქტიურად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, რადგან მნიავნელოვანი წელია წელს, რათა თითოეული ხმის დაცვა მოხდეს, რომ შევძლოთ ბოროტი ძალის მოშორება ჩვენი ქვეყნიდან, რომელიც დღეს ,,რუსული ოცნების” სახით გვყავს მმართველობაში.

ბოლო პერიოდში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს დადებითად შევაფასებდი იმ მხრივ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი გამოვიდა და გამოცოცხლდა. თითოეულმა ადამიანმა დაინახა საკუთარი როლი რუსულ რეჟიმთან ბრძოლაში. მათი ჩართულობის გარეშე შეუძლებელია მიმდინარე პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილებაც. თითოეულმა ადამიანმა იგრძნო და კიდევ ერთხელ დაინახა ის, რომ თითოეულის ხმა მნიშვნელოვანია ამ პროცესებში”, – განაცხადა პაატა კვირკვაიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“შესაძლებელი იყო თუ არა, ეს ყველაფერი ფატალურად დასრულებულიყო, როგორც ეს გირგვლიანის შემთხვევაში მოხდა?” –...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული შეკითხვებით და მძიმე შეფასებებით ეხმაურება...

“უკეთესს რომ იმსახურებს, ეს რეჟიმის თავგადაკლულმა მომხრემაც იცის – მასთანაც კი რეზონირებს” – თამარ...

"ოპოზიციის ალიანსის" საზაფხულო კამპანიის სლოგანთან - "საქართველო იმსახურებს უკეთესს"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...