spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითორნიკე რიჟვაძე - ჩვენი მთავრობა პატივს სცემს და...

თორნიკე რიჟვაძე – ჩვენი მთავრობა პატივს სცემს და ყველაფერს აკეთებს, რომ ღირსებით, სუვერენიტეტით შევძლოთ საგარეო პრიორიტეტების მიღწევა და ამის პარალელურად, ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც არის საფუძველი ყველა მიღწევის

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოში წლიური ანგარიში წარადგინა.

თორნიკე რიჟვაძემ მისასალმებელი სიტყვა რეგიონის მიღწევებზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ მაქსიმალური კეთდება, რათა ღირსებით და სუვერენიტეტის დაცვით დავუახლოვდეთ ევროპულ ოჯახს და პარალელურად ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც არის საფუძველი ყველა მიღწევისა თუ წარმატებისა:

,,სულ ახლახან ბათუმი დასახელდა ევროპის წამყვან საინვესტიციო ქალაქად, ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია განხორციელდება ჩვენს ქალაქში, კიდევ უფრო მეტი პროექტი განხორციელდება, კიდევ უფრო მეტი სამუშოა ადგილი შეიქმნება და რაც ყველაზე მთავარია, კიდევ უფრო მეტი კეთილდღეობა შეიქმნება ჩვენი მაცხოვრებლებისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს არ არის ბოლო და ერთადერთი აღიარება, რადგან, განსაკუთრებით ბოლო წლებში, ბათუმმა ნამდვილად დაიმკვიდრა როგორც ევროპის ტურისტულ, ასევე ბიზნეს რუკაზე თავისი ღირსეული ადგილი. ევროპელი ვიზიტორები, ასევე ჩვენი პარტნიორები აღიარებენ, რომ ბიზნესის თავისუფლების ხარისხი, ის დემოკრატიული წეს-წყობილება, ძალიან ძვირფასი, მდიდარი, ევროპული მემკვიდრეობა, რომელიც ამ ქალაქს ახასიათებს, ნამდვილად გამოარჩევს მას.

ბოლო რამდენიმე წელია უკვე ბათუმი და აჭარა აღიარდა როგორც ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება ევროპაში და ასევე, შარშან ჩვენმა ულამაზესმა სტადიონმა ამერიკაში მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდო და დარწმუნებული ვარ ეს მომავალშიც გაგრძელდება. როგორც ინვესტორები, ვიზიტორები ახასიათებენ ჩვენს ქალაქს, მიმზიდველს, როგორც ბიზნესის თავისუფლების კეთების კუთხით, ასევე ინვესტიციების დაცულობის კუთხით, ასევე მთავრობის გამჭვირვალობით. რა თქმა უნდა ეს არის ის ფუძემდებლური პრინციპები, რომლითაც შესაძლებელი გახდა ის ძალიან მნიშვნელოვანი დემოკრატიული გარდატეხა რასაც თითოეული ჩვენი მოქალაქე ხედავს ბოლო 12 წლის განმავლობაში და სწორედ რისი შედეგიც არის ის მიღწევები რომელიც გვაქვს – იქნება ეს ეკონომიკური ზრდა, იქნება ეს ახალი სამუშაო ადგილები, იქნება ეს სიღარიბის განახევრება, როგორც ეროვნულ ასევე რეგიონულ დონეზე. ასევე, რა თქმა უნდა ის პერსპექტივა, რომელიც კიდევ უფრო გვაახლოებს ჩვენი სუვერენიტეტის დაცვით ევროპულ ოჯახთან. ეს არის ის არჩევანი რომელსაც ჩვენი მთავრობა პატივს სცემს და ყველაფერს აკეთებს, რომ ღირსებით, ჩვენი სუვერენიტეტით შევძლოთ საგარეო პრიორიტეტების მიღწევა და ამის პარალელურად, ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც არის საფუძველი ყველა იმ მიღწევის რაც აქამდე ჩამოვთვალე“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

მთავრობის თავმჯდომარემ, ასევე, თითოეულ ქართველს იოანე ზოსიმეს ხელნაწერის დაბრუნება მიულოცა ჩვენს ქვეყანაში – ,,მინდა მოგილოცოთ და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის უდიდეს მეცენატს, ჩვენი პარტიის დამფუძნებელს ბატონ ბიძინა ივანიშვილს ეს არის ნამდვილად ღირსეული და ეროვნული საქმე, რომელიც კიდევ უფრო მეტად განამტკიცებს ჩვენს ეროვნულ ფასეულობებს“.

თორნიკე რიჟვაძემ ქართველ ფეხბურთელებს, რომლებმაც შეძლეს და პირველად საქართველოს ისტორიაში, ჯგუფური შესარჩევი ეტაპი გადალახეს, წარმატებები უსურვა ევროპის ჩემპიონატზე.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“როგორი სხვანაირი იქნებოდა სამყარო, იმის მილიგრამი რომ გვწამდეს და გვჯეროდეს ქრისტე, რამდენიც ვწამვართ და...

იესო ქრისტე, ხალხი და რწმენა ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას შეფასებებში: "პილატე...

“ყველგან, სადაც არჩევნები ტარდება, ხალხი უარს ამბობს მონობაზე” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უნგრეთში შემდგარ არჩევნებს ეხმიანება,...

“მოუწევს კობახიძეს ისევ თემურ ლენგის მარშრუტებზე დაბრუნება” – შოთა უტიაშვილი

"ქართული ოცნების" მოკავშირე უნგრეთის ლიდერის, ვიქტორ ორბანის პარტიის მარცხს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...