საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე კომენტარს აკეთებს მმართველი პარტიის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით:
,,ქართული ოცნება” მართლა საბჭოთა კომუნისტურ პათოსს დაემსგავსა. ,,ქართველი მეჩაიეები გმობენ ამერიკის იმპერიალიზმს” – დაახლოებით ასეთია ,,ქართული ოცნების” განცხადებები, ომის პარტიაზე როცა საუბრობენ.
ყველა ავტოკრატიას სჭირდება მტრის ხატი, მტრის საფრთხე, რომ საკუთარი მოქალაქეები ამ საფრთხით დათრგუნოს.
იფიქრეს, იფიქრეს, რუსეთზე ვერაფერი თქვეს. იმიტომ, რომ თვითონ არიან რუსები. თქვეს, რომ საქართველოდან 30 000 კმ-ით დაშორებული ამერიკა ყოფილა მტერი”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე