პარასკევი, ივნისი 27, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიმიხეილ სააკაშვილი: "წელს ქართველმა ხალხმა უკან დაიბრუნოს ქვეყნის...

მიხეილ სააკაშვილი: “წელს ქართველმა ხალხმა უკან დაიბრუნოს ქვეყნის მართვის სადავეები”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით, ერთგვარი შედარების მიზნით, ქვეყანაში ბოლო წლებში ჩატარებული არჩევნების დროს დაფიქსირებულ დარღვევებსა და გაყალბებაზე საუბრობს:

იმისათვის, რომ გაერთიანების წერტილები ვნახოთ, უნდა შევძლოთ, მათ შორის, წარსულზე სიმართლის თქმა.

ამ ორი დღის წინ, პრეზიდენტმა საინტერესო და სასარგებლო შეხვედრა ჩაატარა. ქ-ნმა პრეზიდენტმა ახალგაზრდებთან განაცხადა, რომ თურმე ჩემს დროს არჩევნებზე კარუსელები ტრიალებდა და ის თვითონ იყო ამის მომსწრე.

რადგან ის ასე თვლის, ეს მისი საქმეა, მაგრამ მინდა ვიკითხო და მიკვირს, რომ სხვებმა ჩემამდე არ იკითხეს. ქ-ნმა სალომემ დაინახა თუ არა მასობრივი დარღვევები, რომლებიც მთელმა საქართველომ დაინახა 2018 წლის არჩევნებზე, როდესაც ის აირჩიეს?

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც მთლიანად გაყალბდა, არჩევნების შემდეგ რამდენიმე საათში, მან ოფიციალურად “მთლიანად პატიოსნად და თავისუფლად” გამოაცხადა. იგივე რეაქცია ჰქონდა მას 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზეც, რომელზეც მასობრივი დარღვევები ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ დააფიქსირა.

მე ამას ნიშნის მოგებით არ ვწერ, მაგრამ არ ვაპირებ არაფრის გატარებას და ყველას მოვუწოდებ იგივესკენ. ჩვენი ერთიანობა უნდა დაეფუძნოს სიმართლეს, ურთიერთპატიებასა და მომავლის საერთო ხედვას. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეუძლია საზოგადოების კონსოლიდაციისთვის პოზიტიური როლის თამაში, მაგრამ ეს კონსოლიდაცია ბევრ სხვა ფაქტორს უნდა დაეყრდნოს და მთავარი, ერთხელ უკვე ვთქვი და ვიმეორებ: პროცესების წარმმართველი და მთავარი გადაწყვეტილებების მიმღები უნდა იყოს ახალგაზრდა თაობის კონსოლიდირებული ძალა და ჩვენი ამოცანაა მათ წავყვეთ, დავემორჩილოთ და ასევე, მაქსიმალურად ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ და ეს ყველაფერი, სიმართლითა და სამშობლოს სიყვარულით, გამარჯვების ტალღაში გადავზარდოთ.

დაბოლოს, მინდა დავუბრუნდე არჩევნების თემას – მთავარი ჩვენი მემკვიდრეობა არის ის, რომ ჩვენ, პირველად კავკასიის ისტორიაში, მშვიდობიანი გზით გადავაბარეთ ხელისუფლება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ის არ აღმოჩნდეს ბოლო გადაბარება და წელს ქართველმა ხალხმა უკან დაიბრუნოს ქვეყნის მართვის სადავეები“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ტირანების და დიქტატორების დრო მიდის წარსულში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“მალე ბევრი დაჭერილი და გაკულაკებული რომეოები გვეყოლება” – ნინო ჯანგირაშვილი

ქვეყანაში შექმნილი რეალობის შეფასებისას კონკრეტულ მოლოდინებზე საუბრობს ტელეკომპანია "კავკასიას"...

“ეს არ არის პროცესი ოპოზიციის წინააღმდეგ, ეს არის პროცესი საქართველოს წინააღმდეგ” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ...

“როგორ ბრიყვულ საგარეო პოლიტიკას უნდა აწარმოებდე, რომ იმ დარბაზში იდგე, სადაც “სიკვდილი ამერიკას” ყვირიან”...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გია ჯაფარიძე საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ კურსთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

პაატა მანჯგალაძე: “ჩვენი ამოცანაა ერთობა, წინააღმდეგობა და ბრძოლა”

და კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს ხელისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს, საზოგადოებას...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

ნანუკა ჟორჟოლიანი: “თათიას ერთი არ დაუწუწუნია…”

,,ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი,...