ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
29.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბიძინა ივანიშვილის, როგორც ღმერთ-კაცისთვის, სალომეს კონკურენტობა ანგრევს მისი...

“ბიძინა ივანიშვილის, როგორც ღმერთ-კაცისთვის, სალომეს კონკურენტობა ანგრევს მისი უძლეველობის მითოლოგიას” – გია ხუხაშვილი

საპრეზიდენტო კანდიდატების მოსალოდნელ “მარათონთან” დაკავშირებით თავის პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ მინიშნებებს აკეთებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი:

მთავარი პოლიტ-ტექნოლოგიური ამოცანაა, არჩევნების დღემდე ისე მივიდეთ, რომ არჩევანი ოპოზიციასთან ასოცირებულ დასავლურ ვექტორსა და ხელისუფლებასთან ასოცირებულ რუსულ ვექტორს შორის სრულიად აშკარად და მკვეთრად იქნას გამოხატული.

ამ საქმეს უაღრესად წაადგება, თუ ყველა ოპოზიციური პარტია ახლავე ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დაუჭერს მხარს, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევას, რომელიც ვინმეს მოსწონს, თუ არა, იქცა დასავლურ გზაზე ქვეყნის დაბრუნების მთავარ სიმბოლოდ, ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით.

ამ შემთხვევაში, ქართული ოცნება იძულებული გახდება თავისი “ფალავანი გამოაგოროს” და თუ ამას არ გააკეთებენ, ეს მათ წამგებიან პოზიციაში ჩააყენებს.

აქ უკვე მთავარი ინტრიგა ის იქნება, რომ სალომეს თანაზომადი კანდიდატის პოვნა იქ არსებულ ჭაობში ძალიან გაუჭირდებათ. ნუ, თუ მთლად ბიძინა არ გამოაგორეს…

ბიძინას სამომავლოდ აშკარად ჭირდება პოლიტიკური იმუნიტეტი. შესაბამისად, ეს სცენარი სრულიადაც არ არის გამორიცხული… თუმცა, მისთვის, როგორც ღმერთ-კაცისთვის სალომეს კონკურენტობა ანგრევს მისი უძლეველობის მითოლოგიას, რადგან შედეგად ან სალომე ავა ოლიმპზე, ან ის ჩამოვა მიწაზე…

ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის თემა მუდმივად ფიგურირებდეს საარჩევნო კამპანიაში, რაც მითოლოგიაზე დაფუძნებულ სისტემაში რყევების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ხუხაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ლელოს” გადაწყვეტილება არის წინააღმდეგობის მოძრაობის ღალატი” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“ივანიშვილმა და ახლა რომ ოპოზიციაში “დაიპრანჭება” იმ ხალხმა, ჩახალიანი პოლიტპატიმრად შერაცხეს” – ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, სომხეთში მძიმე ბრალდებებით...

“ქოცობა, ნაცობის ბუნებრივი ვირუსის, ლაბორატორიაში გამოყვანილი ხელოვნური, მუტაციური ფორმაა” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილი მძიმე მინიშნებადი შეფასებები განსხვავებული აზრის მიუღებლობასთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...