პარლამენტის ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ წევრმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსმა, პარლამენტის დეპუტატმა თემურ ჯანაშიამ, სუს-ის ხელმძღვანელის განმარტებების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც მან აღნიშნა, რომ ოლივერ ვარჰეი ლიკვიდაციით დაემუქრა:
,,კობახიძის განცხადება, თითქოსდა ვარჰეი მას დაემუქრა ლიკვიდაციით – ეს, რა თქმა უნდა, იყო თავიდანვე ბოდვა, რაც იყო ძალიან არასერიოზული განცხადება და იგივე დაადასტურა სუს-ის ხელმძღვანელმა, მისივე გუნდის წევრმა, რომ შესაბამის ასეთ უპასუხისმგებლო განცხადება არ იქნებოდა სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი’’, – განაცხადა თემურ ჯანაშიამ.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი