სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გროგოლ ლილუაშვილი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით:
,,როგორ შეიძლება 4-5 თვეში ერთმა 6-გვერდიანმა კანონმა ორბიტიდან, საერთაშორისო, ასე ვთქვათ, პოლიტიკური კურსიდან გადაახვევინოს ქვეყანას. ეს ხომ წარმოუდგენელია?!
თქვენ შეგიძლიათ მითხრათ [ჟურნალისტებს მიმართავს], როდის გადაუხვია ქვეყანამ ევროატლანტიკურ და დასავლურ კურსს? დეკემბრამდე ჰქონდა გადახვეული თუ დეკემბრის შემდეგ ხდება ეგ ყველაფერი?
დეკემბერში ხომ ყველამ აღიარა, ისე ხომ სტატუსს ვერ მისცემდნენ. ე.ი. საქართველო იმსახურებდა ღირსეულად, ეკუთვნოდა სტატუსის მინიჭება და მოგვანიჭეს.
რა შეიცვალა? გამჭვირვალობამ შეცვალა? გამჭვირვალობის 6-გვერდიანმა კანონმა როგორ შეიძლება შეცვალოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი?! – ეს ხომ ნონსენსია!
იმდენად პოლიტიზირება მოხდა ამ საკითხის – ამ [გამჭვირვალობის] კანონის მიღება/არ მიღების, იმდენად ბევრი აქტორი იყო ჩართული ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ამ პოლიტიკის განმახორციელებელი სუბიექტები, რომ თქვენი საყვარელი ტერმინით რომ ვთქვა – ერთგვარი ,,ბაბლი” შექმნა იმისა, რომ ე.ი. ქვეყანა გაიღვიძებს ჩელიაბინსკში თუ კრასნოდარში…
დავიძინებთ თბილისში – გავიღვიძებთ თბილისში, დავიძინებთ საქართველოში – გავიღვიძებთ საქართველოში!”, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე