პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოზიციაზე დაყრდნობით, ოპოზიციის გაერთიანების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას:
“ტვ ეთერში საუბრობს სალომე ზურაბიშვილი: “ახლა არ მგონია იყოს იმის დრო, რომ არ გაერთიანდეთ, არ მეგონა რომ კიდევ ასე ფიქრობენ პარტიები, რომ, ერთმანეთის ჯიბრით, ცალ-ცალკე მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, ვფიქრობ ახლა, ქარტიაში გაერთიანების დროა, – გაერთიანების”.
კი ბატონო ასეა, გაერთიანების დროა და ამბიციური დაბალპროცენტიანი პარტიები არ ერთიანდებიან და ამით კი გამარჯვების შანსს უტოვებენ რუსულ ხელისუფლებას, ვფიქრობ ვაჭრობენ და შეგნებულად მავნებლობენ!!!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თაკო ჩარკვიანი.