ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
29.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთი ფანტასტიური ქველმოქმედება გაგვიკეთა" -...

“ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთი ფანტასტიური ქველმოქმედება გაგვიკეთა” – ნინო წილოსანი

პარტია ,,ქართული ოცნების” დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მილიონ ფუნტად შეიძინა „კრისტის“ აუქციონზე იოანე ზოსიმეს ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენებზე, რომელიც საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ბიძინა ივანიშვილს Facebook-ის პირად გვერდზე სამადლობელი სტატუსი მიუძღვნა:

,,მანამ, სანამ ქვეყნის მტრებმა გადაგვიყვანეს დისკუსიაში, თუ რომელი საუკუნის ხელნაწერია, რაც ასეთი ადვილად გასარკვევი ფაქტია, თანაც აუქციონს თავად აქვს ინფორმაცია მიწერილი – სინას კრებული შეიქმნა V-VII საუკუნეებში, ხოლო იოანე ზოსიმეს ხელნაწერი ჩაემატა მეათე საუკუნეში…

არ დაგვავიწყდეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთი ფანტასტიური ქველმოქმედება გაგვიკეთა, შეიძინა და ქვეყანაში დააბრუნა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა.

მავნებლებს კი ამ პრიმიტიული პიარ სვლით უნდოდათ გადაეფარათ ფაქტი, რომ საქართველოს რეალობაში ერთადერთი ფინანსურად შეძლებული ადამიანი, ვინც ქვეყნის ინტერესებისთვის ყოველთვის, ყველაფერს აკეთებს არის ბიძინა ივანიშვილი”, – წერს ნინო წილოსანი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ივანიშვილმა და ახლა რომ ოპოზიციაში “დაიპრანჭება” იმ ხალხმა, ჩახალიანი პოლიტპატიმრად შერაცხეს” – ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, სომხეთში მძიმე ბრალდებებით...

“ლელოს” გადაწყვეტილება არის წინააღმდეგობის მოძრაობის ღალატი” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...