“ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრი, დავით ქაცარავა Facebook-ის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტს ეხმაურება:
,,კიი, აკვირვებს ოლიგარქი დემოკრატიის ხარისხით არა მარტო ევროპას, არამედ მთელს მსოფლიოს!
ამჯერად, ტიტუშკები თავს დაესხნენ ზუკა ბერძენიშვილს, თავიანთ საფირმო სტილში – უკნიდან მიპარვით, წაქცეულზე დასევით.
თქვენი დრო იწურება, ქოც-ნაძირლებო, პასუხს აგებთ ყველა დანაშაულზე, რაც კი ჩაიდინეთ და რასაც კიდევ ჩაიდენთ თქვენს კაპიტულაციამდე”, – წერს დავით ქაცარავა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე