,,სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, სერგო ჩიხლაძე პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს მმართველი პარტიის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით:
,,სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან საგარეო კურსში ცვლილებას არ ვვარაუდობ. იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ 2 უდიდესი სახელმწიფოს ლიდერების – ბაიდენისა და მაკრონის მიმართვა.
რას პასუხობს ბაიდენს და მაკრონს ,,ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი? – ბაიდენს და მაკრონს ზარქუა და პაპუაშვილი ლანძღვით დაუპირისპირეს.
ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ისინი არ აპირებენ გადაუხვიონ თავიანთ ანტიდასავლურ კურსს. ბიძინა ივანიშვილმა უკვე აირჩია რუსული, ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული კურსი”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე