შაბათი, მაისი 10, 2025
28.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიდიმიტრი ხუნდაძე: "ჩვენმა პარტნიორებმა აქამდე დაშვებულ შეცდომებს კიდევ...

დიმიტრი ხუნდაძე: “ჩვენმა პარტნიორებმა აქამდე დაშვებულ შეცდომებს კიდევ უფრო უხეში შეცდომა დაუმატეს და დეპუტატები და სამართალდამცავები დაასანქცირეს”

ჩვენმა პარტნიორებმა აქამდე დაშვებულ შეცდომებს კიდევ ერთი, უფრო უხეში შეცდომა დაუმატეს და დეპუტატები და სამართალდამცავები დაასანქცირეს, თუმცა დასანქცირებულების სიას არ აქვეყნებენ. კანონმდებლებს რომ კანონის მიღებისათვის ასანქცირებენ, ეს მინიმუმ, არადემოკრატიულია და თანაც სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევაა“, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობისათვის მსჯავრდებულ გრიგორიადისს პრეზიდენტს შეაწყალებინებენ, ამით ძალადობას ახალისებენ და როცა სამართალდამცავებს წესრიგის დაცვისათვის ასანქცირებენ, ეს დაუსჯელობას უწყობს ხელს, რაც არა მხოლოდ დაუშვებელია, არამედ სახიფათოცაა.

თან ამას იმ დესტრუქციული ოპოზიციის სასარგებლოდ აკეთებენ, ვინც საზოგადოებას ძალადობრივი წარსულით დაამახსოვრა თავი. ისინი დღესაც ძალადობენ საკუთარ ხალხზე და საკუთარ ქვეყანაზე. „ნაციონალური მოძრაობა“ პირდაპირ ქუჩაში ხვრეტდა ახალგაზრდებს, არბევდა მიტინგებს, პირდაპირ ეთერში ახშობდა თავისუფალ მედიას, დეპუტატებს პირდაპირ ქუჩაში სასიკვდილოდ სცემდნენ, ატერორებდნენ ბიზნესს და იმ დროს, პარტნიორებისგან, არათუ სანქციები – წუხილიც კი არ ისმოდა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი შეფასებით, ეს არის სახიფათო, ორმაგი სტანდარტი – როდესაც მკვლელობისა და წამებისათვის მაშინ შეშფოთებული განცხადებებიც კი არ ისმოდა, არადა, კანონის მიღებისათვის დღეს კანონმდებლებს ასანქცირებენ.

სწორედ ამიტომაა, რომ საზოგადოება სრულიად დამსახურებულად და სამართლიანად თავის სიტყვას ამბობს საქართველოშიც და თავის სიტყვა თქვა ევროპაშიც. ჩვენ კი, სანქციების გამო ქვეყნის ინტერესების დაცვაზე უარს არ ვაპირებთ! ჩვენ გვირჩენია ვიყოთ დასანქცირებულები, ვიდრე ჩვენს მოქალაქეებს და მით უფრო, ჩვენს ახალგაზრდებს ომში გაწვევების შეტყობინებები მიუვიდეთ“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ასეთი საცოდაობა მართლა იშვიათია… პოლიციის კაპიტანს, რომელსაც ლოყა სტკივა და ქალი ჟურნალისტის სილაზე დღემდე...

სასამართლო პროცესზე ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიერ გაკეთებულ...

“ჩვენ ყველა ერთად გადავარჩენთ დამოუკიდებლობას, გადავარჩენთ ქვეყანას 26 მაისს” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით...

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ IX ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ...

“ქართული ოცნების” ყრილობის მოკლე შეჯამება: ყველგან კობახიძე, არსად სამართალი” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტი, დავით ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" ყრილობის ინტერპრეტირებულ შეფასებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...