“ქართულ ოცნებაში” და უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით შექმნილ მძიმე სიტუაციაზე აკეთებს მინიშნებას ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი და ირაკლი კობახიძის ევროპაში ბოლო ვიზიტის მოსალოდნელ უარყოფით შედეგზე გამოთქვამს ვარაუდს:
“რუბრიკიდან ცუდი ამბავი ქოცებისთვის: პანიკაშია ბ–ნი ბიძინა, ადრეც ხომ გითხარით, მოგატყუათ-თქო, ვერაფერს ვერ გამოივაჭრებს, არავინ არ ევაჭრება.
ახლა ცდილობს ვინმე რამე ვაჭრობაზე წამოიყვანოს და ის ჩიჩილაკი გადაისროლა “ომის პარტიის ბუნაგში“, უნდა გაარკვიოს, რამე შანსი თუ აქვს.
იმ ჩიჩილაკს სავარაუდოდ სამ ასოზე გაუშვებენ. ოღონდ, თქვენთვის კი არ ცდილობს რამე ივაჭროს, საკუთარი თავისთვის, პირადი გადარჩენისთვის. ძალაუფლების გადარჩენამ მოგჭამა ჭირი. თქვენ კი, როგორც ადრეც გაგაფრთხილეთ, ხურდაშიც არ განიხილებით“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნინო ჯანგირაშვილი.