კვირა, ივლისი 13, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მნიშვნელოვანი ცვლილება "ნაციონალურ მოძრაობაში" - პირველად პარტიას ჰყავს...

“მნიშვნელოვანი ცვლილება “ნაციონალურ მოძრაობაში” – პირველად პარტიას ჰყავს ქალი თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა” – მიხეილ სააკაშვილი

“ნაციონალურ მოძრაობაში” მომხდარ ცვლილებებთან, პარტიის პირველ ქალ თავმჯდომარესთან დაკავშირებით შეფასებებსა და განმარტებებს აკეთებს ქვეყნის მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ რეალობასა და დიდი ოპოზიციური ერთობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას:

მნიშვნელოვანი ცვლილება “ნაციონალურ მოძრაობაში” – პირველად პარტიას ჰყავს ქალი თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა.

თიკა პოლიტიკაში მოვიდა 2012 წელს არჩევნების შედეგად და უზარმაზარი პოლიტიკური გამოცდილება შეიძინა ბოლო 12 წელიწადში.

თიკას ფანტასტიკური განათლება აქვს მიღებული. საშუალო სკოლა დაამთავრა ამერიკაში, შემდეგ დაასრულა ტაფტის უნივერსიტეტის სრული კურსი (ფლეტჩერის დიპლომატიური სკოლის, რომელშიც რამდენიმე წლის წინ მეც ვასწავლიდი), შემდეგ სწავლა გააგრძელა ევროპაში და დაამთავრა ჟენევის ძალიან პრესტიჟული საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი. თიკა მშობლიური ენის დონეზე ფლობს რამდენიმე უცხო ენას და არის სამი შვილის დედა, ძალიან შეუპოვარი ადამიანია, რომელიც ზუსტად ერგება დღევანდელ ყოფნა-არყოფნის დონის გამოწვევებს.

ლევან ხაბეიშვილი მოიქცა ძალიან ღირსეულად, მიუხედავად ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობისა, პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

ჩვენს მიზნად რჩება დიდი ერთობა. მთელი დარჩენილი დრო უნდა ვიმუშაოთ საზოგადოებასთან და პოლიტიკოსებთან ამ მიმართულებით. თუ ის არ გამოვა, მაშინ იმდენად ერთად გავერთიანდებით საერთო პლატფორმაზე, რამდენადაც შევძლებთ.

ყველა შემთხვევაში, ამ არჩევნებზე ჩვენ გვეყოლება მხოლოდ ერთი მოწინააღმდეგე და მტერი – ეს არის ოლიგარქის ჯგუფი.

ყველა დანარჩენი პარტია ჩვენთვის, ერთის მხრივ, საარჩევნო კონკურენტია და მეორეს მხრივ, მომავალი კოალიციური პარტნიორი, მაგრამ ვიმეორებ, ეს არაა საუკეთესო ვარიანტი“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ თქვენი წრიდან” – ლევან ხაბეიშვილი

“ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ...

“ვარ შემართებით და ბრძოლის განწყობით, გამარჯვებაში დარწმუნებული” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე თავისი დაბადების 44 წლისთავს...

“კარგი იქნება, თუ ბოიკოტის მომხრეები თავს დაანებებენ განსხვავებული აზრისთვის მათივე თანამებრძოლების ლანძღვას” – გია...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ბოიკოტის მომხრეებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს: "კარგი იქნება,...

“ევროპარლამენტის რეზოლუციაში არის ერთი მეტად საგანგაშო პუნქტი, სვიფტიდან გათიშვა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...