“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე, მწვავე შეფასებებით ეხმაურება სამოქალაქო აქტივისტ, ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმას:
“ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმა კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს „ქართული ოცნების“ რეჟიმის სასტიკ სახეს და მცდელობას დააშინოს ადამიანები.
ხელისუფლების მხრიდან ძალის გამოყენებას მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, არაფერი აქვს საერთო არც დემოკრატიულ სახელმწიფოსთან და ადამიანის უფლებების დაცვასთან და არც ევროპასთან.
„ქართული ოცნების“ ძალადობრივი ქმედებები საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ არის მმართველი რეჟიმის განაჩენი. ხელისუფლებამ სრულად დაკარგა ლეგიტიმურობა და საზოგადოების ნდობა.
მათი დრო ამოიწურა! სოლიდარობა ზუკას და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ხელისუფლება სასტიკად გაუსწორდა საკუთარი და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლის გამო! ეს უსამართლო და რეპრესიული რეჟიმი მალე დასრულდება ხალხის ერთიანი ძალისხმევით!
კი ევროპას! არა რუსულ რეჟიმს!” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.
ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს