ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითაკო ჩარკვიანი: "დიდი სირცხვილია სააკაშვილის ციხეში ყოფნა, დიდი!!!"

თაკო ჩარკვიანი: “დიდი სირცხვილია სააკაშვილის ციხეში ყოფნა, დიდი!!!”

პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ქვეყნისთვის დიდ სირცხვილად მიაჩნია:

რაც საქართველოს ამ 30 წლის მანძილზე უნახავს, (მანამდე რაც იყო, რომ თავი დავანებოთ), რაც უნახავს ამ ქვეყანას, აი მიხეილ სააკაშვილი თუ უნდა პატიმრად იჯდეს ციხეში, მართლა სირცხვილია რა. ნავთქურებიანი ქვეყანა რომ დასავლური ტიპის სახელმწიფოდ შექმნა (მე არავის ვუკარგავ ღვაწლს, არც შევარდნაძეს, რომელმაც გეოპოლიტიკური ფუნქცია დაუბრუნა ქვეყანას ნავთობსადენით, რა თქმა უნდა, ზვიად გამსახურდიას უდიდესი ღვაწლი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტი იყო) მაგრამ ახლა, ამ პატიმარზე – პუტინის პატიმარზე ვსაუბრობ, რომელიც თურმე ვის უპირისპირდებოდა ახლა უფრო ჩანს ამ გადასახედიდან.

განა რუსეთის უშიშროების მიერ ჩასაფრების და “იუველირული მუშაობის” დროს, შესაძლებელია შეცდომები არ მოგივიდეს??? განა ტყუილ-მართალს არ მოგაწვდის რუსეთის უშიშროება, რომ დააბნიოს ხალხი, თუ ჯერ არ გაუკეთებია, ან შეცდომები სხვებს არ მოსვლიათ ამ 30 წლის მანძილზე?! განა ამ რუსული სამართლებრივი სისტემის დროს ვერ მოახერხებდა რუსეთი “სპექტაკლების” დადგმას ხალხის გასაგიჟებლად, თუ ჯერ არ გვინახავს?

ა ბატონო ახლა ხომ ჩანს, რა ყოფილა გამყიდველობით, შიშით და მომხვეჭელობით, რა ყოფილა ქვეყნის გადაბარების მცდელობა პირდაპირ ოკუპანტზე, რას გვიბედავს ეს ხელისუფლება, რას უბედავს დამოუკიდებელ საქართველოს! თურმე რა შეძლებია და გაუკეთებია სახელმწიფოს შენების – სახელწიფოებრიობის თვალსაზრისით მიხეილ სააკაშვილს.

შეუძლებელი შეძლებია ფაქტია!

ჰოდა, გადავხედე ამ 30 წელს და… დიდი სირცხვილია სააკაშვილის ციხეში ყოფნა, დიდი!!!

და კიდევ – სამარცხვინო შერჩევითი სამართალი!!!!✌️“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თაკო ჩარკვიანი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ასე გაცვალეს სამშობლო ძალაუფლებაზე და კიდევ ერთხელ უღალატეს საქართველოს” – პაატა მანჯგალაძე

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში "ქართული ოცნების" დელეგაციის...

“ეუთოს რეზოლუციაზე “ქართული ოცნების” დამოკიდებულება აჩვენებს როგორი პატრიოტები არიან და როგორ ესმით სინამდვილეში პატრიოტიზმი”...

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში “ქართული ოცნების” დელეგაციის...

“ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ გეოპოლიტიკის იმედზე… შეტევა და მხოლოდ შეტევა!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა...

“პროტესტი რომ არ აწუხებდეთ, ყოველ კვირას ახალ რეპრესიებს კი არ გამოაცხადებდნენ” – გია ჯაფარიძე

საპროტესტო აქტივობებთან მიმართებაში, მმართველი პარტიის დამოკიდებულებაზე საუბრობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...