ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ირაკლი ზარქუა, ალბათ ერთ-ერთი იმათგანია, ვინც ხალხში განსაკუთრებული...

“ირაკლი ზარქუა, ალბათ ერთ-ერთი იმათგანია, ვინც ხალხში განსაკუთრებული სიმპათიითა და პოპულარობით სარგებლობს” – ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი კონკრეტულ შეფასება-შედარებებს ახდენს ირაკლი ზარქუასთან დაკავშირებით და ერთგვარ გამაფრთილებელ მინიშნებას აკეთებს რადიკალებთან მიმართებაში:

ირაკლი ზარქუა, ალბათ ერთ-ერთი იმათგანია, ვინც ხალხში განსაკუთრებული სიმპათიითა და პოპულარობით სარგებლობს, თავისი იუმორის, ენამოსწრებულობისა და გულახდილობის გამო.

გასაგებია, რომ არის გარკვეულ კატეგორია, რომელიც მის გამონათქვამებსა თუ მოსაზრებებს არ ეთანხმება (ან უბრალოდ გონება ვერ სწვდება!), მაგრამ მივარდნა, ბულინგის მცდელობა და უკიდურესი უზრდელობის გამოხატვა, არ არის ის რასაც თუნდაც საწინააღმდეგო აზრის მქონე ადამიანი უნდა აკეთებდეს, ეს უბრალოდ უკიდურესი უვიცობისა და უკულტურობის გამოვლინებაა.

სამწუხაროდ ამ მეთოდს უფრო ემხრობა კოლექტიური ნაცმოძრაობა და მისი აქტივისტები. ცხადია, თავიდანვე შეცდომა იქნა დაშვებული, რომ ეპატიათ „შავი ხვრელები,“ პოლიციელებზე თავდასხმები და შეურაცხყოფები, „არა, არა“-ს, „რუსებო“-ს, „მონებო“-ს თუ “მოღალატე” -ს შეძახილები. ახლა მდგომარეობა შეცვლილია, არათუ მათ დაუთმობს ვინმე რამეს, არამედ ამერიკელებსა თუ ევროპელებს არვინ ერიდება სიმართლე უთხრას პირში.

რადიკალებმაც ალბათ ჯობია დროულად ამოდონ ლაგამი თავიანთ აქტივისტებს, თორემ ცოტა სახიფათოცაა ვინმემ მოგზავნილ უზრდელს უფრო მკაცრი პასუხი არ გასცეს, ირაკლი ზარქუასავით მოთმინებით შესაძლოა ყველა არ მოიქცეს“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლევან ნიკოლეიშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“კარგი იქნება, თუ ბოიკოტის მომხრეები თავს დაანებებენ განსხვავებული აზრისთვის მათივე თანამებრძოლების ლანძღვას” – გია...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ბოიკოტის მომხრეებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს: "კარგი იქნება,...

“ჭკუის მომკითხავი აღარ დაგრჩათ მანდ ვინმე, ქოცებო?!” – ელისო კილაძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თბილისში, ირანის საელჩოში გამართულ...

“ვფიქრობ, ყოველი დღე ასე უნდა დავიწყოთ და აქციაც ამის გამო უნდა გაკეთდეს…” – თაკო...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, კონკრეტული მოთხოვნებით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...