ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი დოდონა კიზირია საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ აქტივობებს ეხმაურება და მწვავედ უპირისპირდება:
“პოლიტიკურად სრულიად უვიც, ყეყეჩ ადამიანს შეუძლია სთქვას, რომ ისურვებდა ენახა სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად კიდევ არაერთი წელი. ამ დედაკაცს პრეზიდენტობის ვადა უკვე გაუვიდა და „კიდევ არაერთი წელი“ ზუსტად პუტინის სტილი იქნება.
ხოლო რახან სალომე ვახსენე, ვიტყვი, რომ ის ჩემთვის მაინც არის და ყოველთვის დარჩება ხახვით და კარტოფილით ნაყიდ საპრეზიდენტო სკამზე მჯდარი კაროჟნა, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა, ვის ჩაეხუტა. მაგრამ ერთი სული ჰქონდა პრეზიდენტი გამხდარიყო და ამიტომაც მიჰყიდა სული ჭორვილელ ჯოჯოს.
მისი პრეზიდენტობის დასასრულს, როცა მისთვის უკვე სულერთია იმპიჩმენტს მოუწყობენ თუ არა, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი პრესტიჟისთვის გაიფაფხურა და ეხლა დიდი დემოკრატის როლს თამაშობს. მიუხედავ ამისა, მისი პირადი სიძულვილის და შურისძიების გამო დღემდე სიტყვა არ დაუძრავს მიხეილ სააკაშვილის უკანონო პატიმრობაზე.
და კიდევ ორიოდე სიტყვა ჩვენს პოპულარულ პრეზიდენტზე:
ჯაბა იოსელიანს მიულოცა ზვიად გამსახურდიას დამხობა. 2009 წლის ომი საქართველომ დაიწყო. გარეწარი ლავროვი მისი ყველაზე პატივსაცემი და საყვარელი დიპლომატია. სააკაშვილის განთავისუფლებაზე პასუხი იყო – არა, არასოდეს. ამ ყველაფრის შემდეგ ეხლა დაბრძენდა?”, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე დოდონა კიზირია.