ხუთშაბათი, ივლისი 31, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებებივერ შევქმნით სამუშაო ადგილებს, ვერ შევძლებთ ქვეყნის განვითარებას,...

ვერ შევქმნით სამუშაო ადგილებს, ვერ შევძლებთ ქვეყნის განვითარებას, სანდო სასამართლო სისტემა თუ არ ჩამოვაყალიბეთ – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ფარგლებში, გიორგი ვაშაძის ინიციატივით, მე-9 თემატური პრეზენტაცია “სასამართლო რეფორმის ქართულ მოდელის” თემაზე გაიმართა. წარმოდგენილი რეფორმის პროექტი 5 ძირითადი პუნქტისაგან შედგება, რაზეც ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და იურისტებმა იმსჯელეს.

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ ისაუბრა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლად ფუნქციონირების მნიშვნელობაზე და დაწვრილებით განმარტა 5 ძირითადი ინიციატივა, რომელიც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ფარგლებში საზოგადოებას შესთავაზა.

თუ ჩვენ სანდო სასამართლო სისტემა არ ჩამოვაყალიბეთ, საქართველოს მოქალაქე დაცული ვერ იქნება ქვეყანაში, ჩვენ ვერ მოვიზიდავთ ინვესტიციებს და ეკონომიკას ვერ განვავითარებთ იმიტომ, რომ არცერთი ბიზნესი, არცერთი ინვესტორი არ ენდობა დღეს საქართველოს სასამართლო სისტემას.

ჩვენ ვერ შევქმნით სამუშაო ადგილებს, ჩვენ ვერ შევძლებთ ქვეყნის განვითარებას, თუ სასამართლოს რეფორმა არ მოხდა და სანდო სასამართლო სისტემა არ ჩამოვაყალიბეთ.

აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ერთობლივად შევთანხმდით ერთ რამეზე, არა მარტო საარჩევნო სისტემაზე ვმუშაობთ და არჩევნებისთვის ვემზადებით, არამედ დადგა დრო იმისთვის, რომ ჩვენ ყველანი არჩევნებამდე შევთანხმდეთ როგორი სასამართლო სისტემის აშენებას და როგორი რეფორმების გატარებას ვაპირებთ,“ – აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.

გიორგი ვაშაძეს მიზანშეწონილად მიაჩნიას, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, სასამართლო სისტემის რეფორმაზე, არჩევნებამდე შეთანხმდნენ და პარლამენტში შესვლისას სწორედ იმ რეფორმას მისცენ ხმას, რომელზეც არჩევნებამდე შეჯერდებიან.

პრეზენტაციაზე საკუთარი მოსაზრებები „გირჩის“, „ევროპული საქართველოს“, „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლებმა და სფეროს სხვა ექსპერტებმა დააფიქსირეს.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მე ვიცი როგორც დავასრულო კრიმინალის თარეში ქვეყანაში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში შექმნილ კრიმინოგენულ მდგომარეობაზე...

“ღარიბაშვილის გარემოცვა ციხეში წავიდა!” – ელისო კილაძე

კორუფციის ბრალდებით გახმაურებული დაჭერების ფაქტებს ეხმაურება "ქრონიკა +"-ის მთავარი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...