კვირა, ივლისი 13, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მივესალმები ლევანის გადაწყვეტილებას, რომ მიხედოს საკუთარ ჯანმრთელობას, მხარს...

“მივესალმები ლევანის გადაწყვეტილებას, რომ მიხედოს საკუთარ ჯანმრთელობას, მხარს ვუჭერ თინა ბოკუჩავას ახალ თავმჯდომარედ არჩევას” – მიხეილ სააკაშვილი

“ერთიან ნაციონაციონალურ მოძრაობაში” ცვლილებებია – პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა ლევან ხაბეიშვილმა, ახალი თავმჯდომარის კანდიდატად კი წარდგენილია თინა ბოკუჩავა. აღნიშნულთან დაკავშირებით თავისი პოზიცია დააფიქსირა საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა:

მივესალმები ლევანის გადაწყვეტილებას, რომ მიხედოს საკუთარ ჯანმრთელობას, რომელიც მას შეერყა პოლიტიკურად მოტივირებული ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად და ენმ-ის თავმჯდომარის პოზიციიდან გადაინაცვლოს პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე.

უმნიშვნელოვანესია, რომ ლევანმა სწრაფად მოახერხოს რეაბილიტაციის გავლა და მისებურად აქტიურად ჩაერთოს გადამწყვეტ ბრძოლაში.

მხარს ვუჭერ თინა ბოკუჩავას ახალ თავმჯდომარედ არჩევას და პარტიის განახლებისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მაქსიმალურად ყველა პოლიტიკური ძალის გასაერთიანებლად. ამოვიდეთ იქიდან, რომ დღეს ასეთია ხალხის და განსაკუთრებით ახალგაზრდობის დაკვეთა. ენმ გადაეწყობა მთლიანად ამ მიმართულებით ახალი სახეებით, ახალი იდეებით, რაც დაეფუძნება წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობის ტრადიციას და მუდმივი განახლების პროცესს.

დღევანდელი გადაწყვეტილება არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მუდმივი განახლების და სიმტკიცის ნიმუში“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ინფორმაციისთვის: საგანგებო ბრიფინგზე, ენმ-ს აწ უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ საპროტესტო აქციაზე, მის მიმართ სამართალდამცავების მიერ განხორციელებული ძალადობის გამო, ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუუარესდა, რის გამოც, რამდენიმე თვის განმავლობაში, ეფქტურად ვერ განახორციელებდა უფლებამოსილებას, შესაბამისად მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ თანამდებობიდან გადამდგარიყო და თავისი კანდიდატურა, პარტიის ყრილობას, რომელიც უახლოეს პერიოდში გაიმართება, შესთავაზა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე. ბრიფინგზე, ლევან ხაბეიშვილმა, პარტიის ახალი თავმჯდომარის პოსტზე ყრილობას პარლამენტის ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას კანდიდატურა შესთავაზა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გეოპოლიტიკური პროცესები ძალიან გვეხმარება, მაგრამ ჩვენც არ გვაქვს დასაკარგი დრო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური რეალობის...

“ივანიშვილის და მისი ბანდის რიგებში პოლიტიკური ისტერია აღწევს კულმინაციას” – ირაკლი ფავლენიშვილი

“ივანიშვილის ბანდის მოქმედი და ყოფილი წევრების მიერ გაჟღერებული ბრალდებები,...

“ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ თქვენი წრიდან” – ლევან ხაბეიშვილი

“ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ...

“ქოცობა, ნაცობის ბუნებრივი ვირუსის, ლაბორატორიაში გამოყვანილი ხელოვნური, მუტაციური ფორმაა” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილი მძიმე მინიშნებადი შეფასებები განსხვავებული აზრის მიუღებლობასთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...