ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"შეეცადეთ ოპოზიციაში ყოფნის მორალური უფლება მაინც დაიტოვოთ ამ...

“შეეცადეთ ოპოზიციაში ყოფნის მორალური უფლება მაინც დაიტოვოთ ამ ქვეყანაში” – პაატა მანჯგალაძე “ქართულ ოცნებას”

მე მესმის, თქვენთვის სკამი და სკამის წყარო, ივანიშვილი საქართველოზე და ქართველ ხალხზე მეტია მაგრამ ახლა ნამდვილად არის დრო იფიქროთ მომავალზე”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ასევე ის მიმართავს “ქართულ ოცნებას”, რომ ოპოზიციაში ყოფნის მორალური უფლება მაინც დაიტოვონ ამ ქვეყანაში:

ვკითხულობ „ქართული ოცნების“ განცხადებებს და კიდევ ვერ ხვდებიან საკუთარი თავი და ქვეყანა რა მასშტაბის მავნებლობაში ჩააგდეს. ვიდრე ამ სულელურ განცხადებებს გააკეთებთ, ის მაინც იკითხეთ, სად ან ვინ არიან ის პოლიტიკური ლიდერები ან მთავრობები, ვინც ამერიკას ამ ფორმით დაუპირისპირდა.

ან რა სუვერენიტეტს იცავთ თავისუფლების ფლაგმანი ქვეყნისგან, ამერიკისგან, ან რა ურთიერთობის გადახედვას აპირებთ ამერიკასთან რომელიც არის ერთიანი, სუვერენული საქართველოს მხარდამჭერი და დამცველი? ან ვის ატყუებთ, რომ თქვენ კანონის მიღების და პოლიციელები წესრიგის დაცვისთვის დაგასანქცირეს?

მართლა მაინტერესებს, რას ეუბნებით თქვენს შვილებს, რომ 20-25 ათასი კილომეტრით დაშორებული ამერიკისგან იცავთ საქართველოს, როცა რუსეთის ყოველდღიურ ბორდერიზაციაზე და მკვლელობებზე ხმა არ ამოგიღიათ არასდროს?

თქვენ იმ მასშტაბის შარს გადაგყარათ ივანიშვილმა, რომ ის დროა ამისთვის მის მიერ წინასწარ დაპირებული კომპენსაციები აიღოთ და გაერიდოთ ივანიშვილსაც და ღალატის გზაზე დამდგარ თქვენს პარტიასაც.

მე მესმის, თქვენთვის სკამი და სკამის წყარო, ივანიშვილი საქართველოზე და ქართველ ხალხზე მეტია მაგრამ ახლა ნამდვილად არის დრო იფიქროთ მომავალზე.

საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. თქვენ კი შეეცადეთ ოპოზიციაში ყოფნის მორალური უფლება მაინც დაიტოვოთ ამ ქვეყანაში”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ასე გაცვალეს სამშობლო ძალაუფლებაზე და კიდევ ერთხელ უღალატეს საქართველოს” – პაატა მანჯგალაძე

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში "ქართული ოცნების" დელეგაციის...

“მე თუ მკითხავ, ეს კანონი ხელახლა არის დასაწერი” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში...

“ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას კიდევ ერთ დამატებით ველზე” – “ლელო – ძლიერი საქართველო”

"ლელო - ძლიერი საქართველო" საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებას აცნობებს პოლიტიკური...

“ივანიშვილი საბოლოოდ კლავს ქართულ განათლებას, ანგრევს იმ სისტემებს რომელიც მე დიდი რუდუნებით ავაშენე” –...

განათლებისა და მეცნიერების სფეროში შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს და მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...