კვირა, ივლისი 13, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სულ ყირაზე რომ დადგნენ, ოქტომბრამდე ამ ქვეყანას მაინც...

“სულ ყირაზე რომ დადგნენ, ოქტომბრამდე ამ ქვეყანას მაინც ვერ დაანგრევენ, მერე კი ყველა ეს ისტერიულად მიღებული კანონი იქნება გაუქმებული და მათი შემოქმედი სათანადოდ დასჯილი…” – გია ხუხაშვილი

ქვეყანაში შექმნილი რეალობის გათვალისწინებით, პროცესების შემდგომი განვითარებისა და კონკრეტული მოლოდინების შესახებ მოსაზრებებს გამოთქვამს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი:

პოლიტიკური ფრონტის ხაზის დასავლეთსა და რუსეთს შორის არჩევანზე გატარება სერიოზულ დისკომფორტს უქმნის ხელისუფლებას.

ამიტომ ისტერიულად შემოაქვს კანონ-პროექტები, რომლებიც ეფესბე-ს ჯურღმულებში შექმნილი ურა-პატრიოტული, ფსევდო-რელიგიური და “მამა მამაა, დედა დედაა” პათოსით არის გაჟღენთილი.

პარტიებო, მედიებო, მოქალაქეებო, ნუ აყვებით ამ თამაშს, მყარად გეჭიროთ ფრონტის ხაზი.

კისერიც უტეხიათ, სულ “ანაფორებით” და კოჭებამდე შავი კაბებით ურბენიათ არჩევნებამდე… ეს მათი პრობლემაა…

მთავარი არჩევანია ევროპასა და რუსეთს, წარსულსა და მომავალს, ფერად, განათლებულ, თავისუფალ ახალგაზრდობასა და ღიპიან, გაუნათლებელ, საშოვარზე გამოსულ მედროვეებს, პატრიოტიზმსა და ურა-პატრიოტიზმს, რწმენასა და ფარისევლობას, წყლის ჭავლზე მოხტუნავე ვაჟკაცურ ღირსებასა და სპეც-რაზმს ამოფარებულ სიმხდალეს შორის.

სულ ყირაზე რომ დადგნენ, ოქტომბრამდე ამ ქვეყანას მაინც ვერ დაანგრევენ, მერე კი ყველა ეს ისტერიულად მიღებული კანონი იქნება გაუქმებული და მათი შემოქმედი სათანადოდ დასჯილი…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ხუხაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ რომ რადიკალური ძალაუფლება არ გვქონდეს, მის დასაბალანსებლად რადიკალური წინააღმდეგობა არ იქნებოდა საჭირო” –...

"რადიკალიზმის ბალანსის თეორია" არჩილ გამზარდიას პოზიციაში: "ჩვენ რომ რადიკალური ძალაუფლება...

“რავი ძაან ბრუტალურად დაიწყეს და ბოლოს მასობრივ მოფსმევინებაზე გადავიდნენ” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ნარკოტესტებზე შესამოწმებლად ახალგაზრდების,...

“ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილი გადასულია ადამიანების მკვლელობაზე” – ლევან ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ეხმაურება აჭარის ავტონიური...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...