კვირა, ივლისი 13, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ხელშეკრულება იმდენად დამაზიანებელია ქვეყნისთვის, სავარაუდოდ, კალაძის პირადი ინტერესების...

“ხელშეკრულება იმდენად დამაზიანებელია ქვეყნისთვის, სავარაუდოდ, კალაძის პირადი ინტერესების დაკმაყოფილების სანაცვლოდ, რომ ივანიშვილის რეჟიმი დღემდე მალავს მის შინაარსს” – ზაზა ბიბილაშვილი

,,ჭავჭავაძის ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი facebook-ის გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოქმედების ფონზე, ხელისუფლების მხრიდან დადებული კონკრეტული ხელშეკრულებების გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე აკეთებს მინიშნებას:

,,კახა კალაძემ ენერგეტიკის მინისტრობისას გაზპრომთან დადო ხელშეკრულება, რომელსაც რუსები წლები ითხოვდნენ, მაგრამ წინა ხელისუფლების პირობებში ვერ დებდნენ.

ხელშეკრულება იმდენად დამაზიანებელია ქვეყნისთვის – სავარაუდოდ, კალაძის პირადი ინტერესების დაკმაყოფილების სანაცვლოდ – რომ ივანიშვილის რეჟიმი დღემდე მალავს მის შინაარსს.

დღეს ეს გაზპრომის მესაიდუმლე, რომელიც ქვეყნისთვის სასიცოცხლო ინფორმაციას უმალავს ხალხს, ბედავს და გამჭვირვალობის(!) სახელით აანონსებს, რომ გააჩუმებენ ყველას, ვინც ნებაყოფლობით აგენტს არ დაირქმევს (“…მოხდება მათი ანგარიშების დაყადაღება და ისინი ფუნქციონირებას ვეღარ შეძლებენ“).

ღალატი ღალატად და ეს ცინიზმი, როცა რუსეთის რეალური აგენტები წარმოსახვითი “გლობალური ომის პარტიის” აგენტებად გვნათლავენ, ბოლშევიზმის საუკეთესო ტრადიციების ღირსეული გაგრძელებაა”, – წერს ზაზა ბიბილაშვილი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილი გადასულია ადამიანების მკვლელობაზე” – ლევან ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ეხმაურება აჭარის ავტონიური...

“ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვა ისედაც იგულისხმებდა მის აღიარებას” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია მიხეილ ყაველაშვილის მიერ დაპატიმრებული ოპოზიციონერი...

“ბიძინა ეტყობა დაიღალა ამ ყოველდღიური დანოსებით და კობახიძის ფრთას დაავალა მოტეხილი ფულის ამოღება!” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "ქართულ ოცნებაში" შექმნილი...

“ქოცები რომ წავლენ, მერე რას აპირებთ?!” – ელისო კილაძე

პოლიციელებსა და შუახნის მამაკაცს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...