spot_img
მთავარიეს საინტერესოა2023 წელს საქართველოში მომხმარებლების 37.3% "Samsung"-ის, 19.8% კი...

2023 წელს საქართველოში მომხმარებლების 37.3% “Samsung”-ის, 19.8% კი “Apple”-ის ტელეფონებს იყენებდა

კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოში მობილური მოწყობილობების განაწილება მწარმოებლების მიხედვით. კერძოდ, საქართველოში მობილური მოწყობილობების ყველაზე მაღალი წილი კვლავ Samsung-ზე მოდის და 37.3%-ს შეადგენს, რაც, წინა წელთან შედარებით, 1.1%-ით ნაკლებია.

რაც შეეხება Apple-ს, 2022 წელთან შედარებით მისი წილი 1.8%-ით გაიზარდა და 19.8% შეადგინა. Xiaomi-ს შემთხვევაში, მისი პროცენტული წილი 0.1%-ით გაიზარდა და 14.7%-ს გაუტოლდა. 1.1%-ით შემცირდა Huawei-ს წილი და 2023 წლისთვის 4.1%-ს გაუტოლდა. 2.6%-ით გაიზარდა Microsoft/Nokia-ს წილი, რომელმაც 2023 წლისთვის 6.6% შეადგინა. რაც შეეხება Lenovo-ს, მისმა პროცენტულმა წილმა 0.2%-ით დაიკლო და 0.5%-ს გაუტოლდა. როგორც 2022, ისე 2023 წელს უცვლელი დარჩა LG-ის, Sony/Ericsson-ის, ZTE-სა და TCT-ის წილები, რომლებიც 0.3%-ს, 0.2%-ს, 0.2%-სა და 0.1%-ს წარმოადგენდნენ. რაც შეეხება სხვა მობილურ მოწყობილობებს, მათი წილი 2.1%-ით შემცირდა და გასული წლისთვის 16.1% შეადგინა.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...