ორშაბათი, აპრილი 7, 2025
12.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიტექნოლოგიები და კომუნიკაციები"2023 წელს მობილური ინტერნეტის აბონენტები 200 ათასით გაიზარდა...

“2023 წელს მობილური ინტერნეტის აბონენტები 200 ათასით გაიზარდა და 4.3 მილიონი შეადგინა” – კომუნიკაციების კომისია

კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა საქართველოში სწრაფი ტემპით იზრდება, რაც ონლაინ სერვისებსა და ციფრულ პლატფორმებზე მზარდი მოთხოვნითაა გამოწვეული. კერძოდ, წინა წელთან შედარებით, 2023-ში მობილური ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა 200 000-ით გაიზარდა და 4.3 მილიონი შეადგინა. საგულისხმოა ისიც, რომ ამავე პერიოდში მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა სიმკვრივის მაჩვენებელი საქართველოს მოსახლეობასთან მიმართებით 6%-ით გაიზარდა და 125%-ს გაუტოლდა. რაც შეეხება სიმკვრივეს მობილური მომსახურებების აბონენტებთან მიმართებაში, აღნიშნულმა 2022 წელთან შედარებით 3%-ით მოიმატა და 73% შეადგინა.

ანგარიშის მიხედვით, მზარდია ასევე მობილური აბონენტების რაოდენობა, რაც 2022 წელთან შედარებით, 70 000-ით გაიზარდა და ჯამურად 5.91 მილიონი შეადგინა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული მატება ძირითადად გამოწვეულია იურიდიული პირი აბონენტების რაოდენობის 0.9%-იანი ზრდით. იურიდიული პირი აბონენტების რაოდენობამ 2023 წლისთვის 1.45 მილიონი შეადგინა, რაც მთლიანი მობილური აბონენტების 25%-ს წარმოადგენს. ამავე პერიოდში, თითქმის არ შეცვლილა ფიზიკური პირი აბონენტების რაოდენობა და როგორც 2022, ისე 2023 წლებში 4.46 მილიონს უტოლდებოდა.

ხოლო, რაც შეეხება მობილური მომსახურების ბაზარზე პენეტრაციას, ეს მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 1%-ით შემცირდა და 169% შეადგინა, რისი მიზეზიც 2023 წელს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ აღრიცხული საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის ზრდაა. აღნიშნული მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ ერთ მომხმარებელს ერთზე მეტი მობილური ნომერი აქვს და საჭიროების მიხედვით, სხვადასხვა მომსახურებაზე მისთვის ხელსაყრელი პირობების მისაღებად, სხვადასხვა ოპერატორის სერვისებით სარგებლობს.

რაც შეეხება აბონენტების რაოდენობის მიხედვით მობილური ოპერატორების საბაზრო წილებს, 2022 წელთან შედარებით, 2023 წელს არ შეცვლილა და ასე გადანაწილდა: „მაგთიკომი“ – 41%, „სილქნეტი“ – 34%, „სელფი მობაილი“ – 24%. ამასთან, 2022 წლის ბოლოს ოპერირება დაიწყო მობილური ქსელის ვირტუალურმა ოპერატორმა „ჰალომ“, რომლის საბაზრო წილიც 2023 წლის მონაცემებით 0.5%-ია.

კომპანიების მიხედვით, 2023 წელს „მაგთიკომს“ 1.8 მილიონი ფიზიკური პირი და 650 000 იურიდიული პირი აბონენტი ჰყავდა, „სილქნეტს“ – 1.53 მილიონი ფიზიკური პირი და 490 000 იურიდიული პირი, „სელფი მობაილს“ – 1.1 მილიონი ფიზიკური და 310 000 იურიდიული პირი აბონენტი, ხოლო „ჰალოს“ მხოლოდ 30 000 ფიზიკური პირი აბონენტი ჰყავდა.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როცა გავიმარჯვებთ, ასეთი პოლიტიკური ნაგვის გატანა #1 ამოცანა უნდა იყოს!” – ნანა ტოხვაძე გოგა...

კინორეჟისორ გოგა ხაინდრავასთან მიმართებაში გავრცელებულ კონკრეტულ ინფორმაციებთან დაკავშირებით მძიმე...

“ეს არარაობა, საცირკო წარმოდგენით რამხელა ზიანს აყენებს სახელმწიფოს!” – ლევან ხაბეიშვილი თეა წულუკიანზე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი მწვავე...

მიხეილ სააკაშვილი – საინტერესოა სად იყვნენ იმ დღეებში ეს “კაცები, რომლებიც არ ჩამოუვარდებიან...

საკამოძიებო კომისიაზე შექმნილ სიტუაციას ეხმიანება საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

“მამუკა ხაზარაძე სასჯელს ვერ გაექცევა. ნახავთ!” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილის მწვავე...