პარასკევი, აგვისტო 1, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიIV ხელისუფლებასაქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის საგანგებო განცხადება

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის საგანგებო განცხადება

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია საგანგებო განცადებით იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე მომხდარ ფაქტს ეხმიანება:

„ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირდა აღმაშფოთებელი ფაქტი. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ, ამჟამად სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურა დათუნაშვილმა უშვერი სიტყვებით გალანძღა სპორტული ჟურნალისტი, მაგდა კლდიაშვილი. “სპორტსმენის” მხრიდან ჟურნალისტის მისამართით სიტყვიერი შეურაცხყოფების და გინების კორიანტელს ასევე შეესწრნენ ტურნირზე აკრედიტებული სპორტული ჟურნალისტები – ოთარ მაღლაკელიძე და სალომე ხარატიშვილი.

მიგვაჩია, რომ ჟურნალისტის ასეთი (ან ნებისმიერი სხვა) სახით შეურაცხყოფა არის უაღრესად მდაბალი, სპორტსმენისა და მოჭიდავისათვის აბსოლუტურად შეუფერებელი და მიუღებელი საქციელი.

ასეთი მოქცევისათვის დაუსჯელი არავინ არ უნდა დარჩეს. მივმართავთ თხოვნით საქართველოს ჭიდაობის ფედერაციას, რომ მომხდარის თაობაზე საქმის კურსში ჩააყენოს სერბეთის კოლეგა ფედერაცია, რომლის პრეროგატივაცაა დათუნაშვილის მისამართით სადამსჯელო ღონისძიების გატარება“, – ნათქვამია განცადებაში.

ავტორი
 ანა თათანაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...