კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სტრატეგიული შეცდომები, რომლებსაც დღეს საქართველოს ხელისუფლება უშვებს, ჩვენ...

“სტრატეგიული შეცდომები, რომლებსაც დღეს საქართველოს ხელისუფლება უშვებს, ჩვენ გვაშორებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობიდან” – გიორგი გახარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია YouTube-ის საკუთარ პლატფორმაზე, გადაცემა ,,გახარიას კვირაში” პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხსა და ამ ფონზე, მმართველი პარტიის შესაძლებლობებსა თუ განხორციელებულ ნაბიჯებთან დაკავშირებით:

,,ის სტრატეგიული შეცდომები, რომლებსაც დღეს საქართველოს ხელისუფლება უშვებს, ჩვენ გვაშორებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობიდან – კი არ გვაახლოებს, გვაშორებს.

ძალიან კარგად გამოჩნდა, როდესაც ეს ჩვენი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები გამოდიან და ცდილობენ არჩევნების წინ საარჩევნო კონტექსტში ტეიტორიულ მთლიანობაზე ისაუბრონ, მოსკოვიდან გამოდიან და მათ თავზე ასხამენ ცივი წყალს.

ხელისუფლება, რომელიც დაცლილია პასუხისმგებლობისგან და არ აქვს რესურსი იხელისუფლოს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, მას არავინ არ დაელაპარაკება.

ვიღაცას თუ ჰგონია, რომ რესურსისგან, ლეგიტიმაციისგან დაცლილი, კორუფციაში ჩაფლული, ერთმანეთზე გადაკიდებული, თავის მოქალაქეებზე მოძალადე ხელისუფლებას მოსკოვიდან ვინმე დაელაპარაკება, სერიოზულად აღიქვამს ან თანაბრად დაუჯდება სალაპარაკოდ – ძალიან სცდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ასე გაცვალეს სამშობლო ძალაუფლებაზე და კიდევ ერთხელ უღალატეს საქართველოს” – პაატა მანჯგალაძე

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში "ქართული ოცნების" დელეგაციის...

“აუცილებლად გავიმარჯვებთ! ვინც ითანამშრომლებს რეჟიმთან გაქრება” – თენგო თევზაძე

ოპოზიციის საპროტესტო აქტივობების შედეგებზე საუბრობს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, თენგო...

“მე თუ მკითხავ, ეს კანონი ხელახლა არის დასაწერი” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში...

“მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური “ვარკეთილი” 12 ივლისიდან დაიკეტოს 45 დღით” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის განცხადებით, აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, მეტროსადგური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...