spot_img
მთავარიოკუპაციარუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი აქტიურად უნდა იყოს საერთაშორისო დღის...

რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი აქტიურად უნდა იყოს საერთაშორისო დღის წესრიგში – ვახტანგ მახარობლიშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოციაციის კომიტეტში სიტყვით გამოვიდა. მინისტრის მოადგილემ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე გააკეთა აქცენტი, როგორიცაა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი, ე.წ. მცოცავი ოკუპაცია და ისაუბრა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მიმართ მუდმივ პროვოკაციებზე.

სიტყვით გამოსვლისას ვახტანგ მახარობლიშვილმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების რთულ მდგომარეობაზე, რომელიც ეხება რუსი ჯარისკაცების მიერ ქართველების უკანონოდ დაკავებების არაერთ შემთხვევას, საოკუპაციო ზონებში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვას, საოკუპაციო საზღვრის დახურვას, რა დროსაც საქართველოს მოქალაქეებს ეზღუდებათ გადაადგილება. ასევე ვახტანგ მახარობლიშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ამ პროფილით მუშაობის აუცილებლობაზე.

 „რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკა მიმართულია  რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევისკენ. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა მოახდინოს რეაგირება. რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი აქტიურად უნდა იყოს  საერთაშორისო დღის წესრიგში, ჩვენ ჩვენი პარტნიორებისგან და განსაკუთრებით ევროკავშირისგან მოვითხოვთ ამ საკითხების განხილვას რუსეთთან,“ – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მთავრობა, რომელსაც სული უდგია მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს რეპრესიებით, “ნაციონალურ მოძრაობას” აკრიტიკებს” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარის, ანა დოლიძის ირონიული მინიშნება: "მთავრობა, რომელსაც სული...

“დიდი სირცხვილია, როცა ათი ერთს ცემს, მაგრამ კიდევ უფრო დიდი სირცხვილია, როცა ათასი ამ...

გორში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე, ემოციური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...