კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ოპოზიციურ პარტიებს თავმოყვარეობა აქვთ დაკარგული" - ირაკლი ღარიბაშვილი

“ოპოზიციურ პარტიებს თავმოყვარეობა აქვთ დაკარგული” – ირაკლი ღარიბაშვილი

პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი თავის პოზიციას აფიქსირებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეთავაზებულ ,,ქართულ ქარტიასთან” დაკავშირებით და მწვავე შეფასებებს აკეთებს ოპოზიციასთან მიმართებაში:

,,რა ქარტიაზე ლაპარაკობს ადამიანი, რომელსაც რამდენიმე თვე დარჩენია პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე. ერთი რამ მინდა საზოგადოებას შევახსენო, – ჩვენ კარგად ვხედავთ, რაც ხდება ამ ქარტიის გარშემო.

ადამიანებს, საერთოდ, თავმოყვარეობა აქვთ დაკარგული. ვგულისხმობ, ოპოზიციურ პარტიებს. ის ადამიანები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს მოიხსენიებდნენ რეზიდენტად, აღარ გავაგრძელებ რა ეპითეტებით მოიხსენიებდნენ, ეს ადამიანები დგანან მის გარშემო გაერთიანებულები. მათ თავად ჩაანაცვლეს საკუთარი ბელადი ახალი ბელადით, სალომე ზურაბიშვილს ვგულისხმობ და რაღაც დიდ გაუგებრობაში არიან.

თურმე ე.ი. ჯერ უნდა მოუგონ ქართველ ხალხს და ,,ქართულ ოცნებას” ამ არჩევნებში. ამ ქაოსმა უნდა მოიგოს, როგორც ჩვენმა კოლეგებმა დაარქვეს – ომის გაერთიანებამ უნდა მოიგოს თურმე არჩევნებში, შემდეგ უნდა დაანგრიონ სახელმწიფო ინტერესები და ინსტიტუტები, შემდეგ ახალ არჩევნებში შეიყვანონ ქვეყანა 1 წლის თავზე…

რაღაც დიდ გაუგებრობაში არიან. რაც მალე, ასე ვთქვათ – შეეგუებიან რეალობას, მით უკეთესი მისთვის [სალომე ზურაბიშვილისთვის] და ყველა მის გარშემო შემოკრებილი ,,ლუზერისთვის”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“პროტესტი რომ არ აწუხებდეთ, ყოველ კვირას ახალ რეპრესიებს კი არ გამოაცხადებდნენ” – გია ჯაფარიძე

საპროტესტო აქტივობებთან მიმართებაში, მმართველი პარტიის დამოკიდებულებაზე საუბრობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი,...

“აუცილებლად გავიმარჯვებთ! ვინც ითანამშრომლებს რეჟიმთან გაქრება” – თენგო თევზაძე

ოპოზიციის საპროტესტო აქტივობების შედეგებზე საუბრობს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, თენგო...

“მკაფიო ზღვარი გავავლოთ – რა არის არჩევნები და რა არის სპეცოპერაცია” – გია ბარამიძე

“ნაციონალურმა მოძრაობამ” და საქართველოში მოქმედმა პროდასავლურმა პარტიებმა ერთობლივად განაცხადეს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...