ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას:
“2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს იმიტომ კი არა აქვს კრიტიკული მნიშვნელობა, რომ თითქოს მისი მეშვეობით საქართველოს გეოპოლიტიკური ორიენტაცია უნდა გაირკვეს, არამედ იმიტომ, რომ ამ არჩევნებზე გაირკვევა თუ როგორ დალაგდება ქვეყნის შიდაპოლიტიკური კონფიგურაცია უახლოესი 10 წლის მანძილზე მაინც.
თუ “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა, რისი სერიოზული შანსებიც აქვს, და შესრულდა 29 აპრილს გაცემული დაპირება “ნაცმოძრაობის” როგორც დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალის გასამართლების შესახებ, პოლიტიკური რუქიდან თანდათანობით გაქრებიან, როგორც თავად ნაცმოძი, ისევე მისი განაყოფები, რომლებზედაც აუცილებლად გადავა პასუხისმგებლობა.
შესაბამისად, პოლიტიკური ველის საკმაოდ მნიშვნელოვანი სეგმენტი თავისუფლდება ახალი ფორმაციის პოლიტიკური ძალებისთვის და ლიდერებისთვის. ახალი პოლიტიკური კონიუნქტურა კი ამ ველზე დატოვებს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც იქნებიან პრაგმატულად პროდასავლურები, ყოველგვარი სერვილიზმის გარეშე, რომელიც დღეს ვირუსივით მოედო ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ნაწილს და ამას ყველა ხედავს“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზაალ ანჯაფარიძე.