,,გამარჯვების კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე კომენტარს აკეთებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ ,,ქართულ ქარტიასთან” დაკავშირებით:
,,ჩვენი ინფორმაციით, ორშაბათს იქნება ხელმოწერები. ჩვენ, ,,სტრატეგია აღმაშენებელი” ვუერთდებით პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ ,,ქართულ ქარტიას”.
აქ არის რეფორმების ის გეგმა, რომელიც ჩვენ გვჭირდება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მაგრამ ჩვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ერთიანობის დაფიქსირება ოპოზიციურ ფლანგზე, ზოგადად პოლიტიკურ სპექტრში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების გაძლიერებისთვის, ერთად დგომისთვის.
ამიტომ ორშაბათს უკვე ჩვენი წარმომადგენლები აუცილებლად იქნებიან, ვინც ხელს მოაწერს ამ დოკუმენტს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე