პარასკევი, აპრილი 11, 2025
4.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიტურიზმიაჭარის ტურისტულ პროდუქტებს ახალ ტურისტულ ბაზრებზე გაეცნენ

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ახალ ტურისტულ ბაზრებზე გაეცნენ

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს საუდის არაბეთსა და ჩინეთში გაეცნენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული შესაძლებლობები აღნიშნული ქვეყნების ტურისტულ გამოფენებზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად წარადგინა. გამოფენების ვიზიტორებს აჭარაში და ზოგადად, საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიღების საშულება ჰქონდათ. გამოფენის ფარგლებში, ურთიერთთანამშრომლობის მიზნით გაიმართა საქმიანი შეხვედრები ადგილობრივი ტურისტული, სარეკლამო კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლებთან.

წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონს პოპულარიზაცია 15-მდე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაუწია. მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზრებზე, როგორებიცაა ბერლინის, ფრანქფურტის, დუბაის, ჰელსინკის, ნიუ-იორკის, ვენის და პრაღის ტურისტული გამოფენები. უწყება სამიზნე ქვეყნებიდან ასევე მასპინძლობს პრესს და ინფო ტურებს რეგიონის პოზიციონირებისა და პოპულარიზაციის მიზნით.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“სამწუხაროა, რომ მას საერთოდ ვინმე უსმენს. კიდევ უარესი, რომ მიკროფონთან უშვებენ” – დოდონა კიზირია...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორის დოდონა კიზირიას მძიმე შეფასებები საქართველოს...

“ლეხ კაჩინსკის დაღუპვა იყო შურისძიება, რომელიც დღესაც გრძელდება ჩემი მისამართით” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ...