,,ჭავჭავაძის ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი პოლიციელის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით უახლოესი წარსულიდან კონკრეტულ ფაქტს იხსენებს და მწვავე შეფასებას აკეთებს დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით:
,,დღეს პოლიციელის დღე ყოფილა. აუცილებლად გასახსენებელი ამბავია:
2013 წელს, როცა ივანაშვილმა პოლიციელის დღე 6 მაისიდან 31 მაისზე გადაიტანა (რომ აჭარის ასლანისგან გათავისუფლების დღეს არ დამთხვეოდა და ის ნათელი თარიღი დავიწყებას მისცემოდა), პირველივე წელს მადლობის სიგელით დააჯილდოვა შევარდნაძის ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური პოლიციელი, სოსო ალავიძე.
მორიგი მკაფიო სიგნალი იყო იმისა, თუ რა მანდატითა და ღირებულებებით მოვიდა “ოცნება” ხელისუფლებაში რამდენიმე თვით ადრე, როცა ამის შესახებ ჩემს ერთ-ერთ “მექოციარავარმაგრამ” ყაიდის მეგობარს შევჩივლე – გამოიხედე, ნახე, რა ხდება, შენ ხომ მაინც გახსოვს შევარდნაძის ეპოქა მეთქი, მიპასუხა – ,,რა ვქნათ, ხომ იცი, ქოცებს კადრები არ ჰყავთო”…
რა შუაში იყო კადრების არყოლა?! მაგრამ კითხვა ვეღარ “ჩავუბრუნე” – უკვე ამოვეშალე მეგობრებიდან.
რას ვიზამთ, სარკეში ჩახედვა არავის უყვარს. არადა, მაშინ რომ მოეხედა, დღეს სამივე შვილი ევროპაში არ ეყოლებოდა გახიზნული და გაკვირვებით არ იკითხავდა ყოველ მეორე დღეს, ,,აქ როგორ აღმოვჩნდით ასე მოულოდნელადო”.
ამასობაში, პოლიციის 1990-იანების ტიპის უსულო ძაღლობად ტრანსფორმაცია პრაქტიკულად დასრულებულია… მოკლედ, გილოცავთ ყველას, ვინც დღეს აღნიშნავთ! ❤️”, – წერს ზაზა ბიბილაშვილი.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე