პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი კომენტარს აკეთებს ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით, რომელსაც ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და საზოგადოების გარკვეული ნაწილი ,,რუსულ კანონს” უწოდებს და შექმნილი პოლიტიკური რეალობის შეცვლის კონკრეტულ პირობებზე მიუთითებს:
,,რუსულ კანონი უკვე აღმოჩნდა წითელი ხაზი იმიტომ, რომ რუსული კანონის პირობებში ჩვენ წინ ვეღარ წავალთ ევროპის გზაზე და ევროინტეგრაციას ვერ განვავითარებთ, ვერ განვახორციელებთ, სანამ ეს მთავრობა გვეყოლება.
როგორც კი აღარ იქნება ,,ქართული ოცნება’’ ხელისუფლებაში, აღარ დაგვჭირდება რუსულ კანონებთან ბრძოლა და ის შემოტანილი და მიღებული რუსული კანონიც მყისიერად გაუქმდება. ამის შემდეგ უკვე ექნება საქართველოს შესაძლებლობა, რომ გააგრძელოს სვლა ევროინტეგრაციის გზაზე’’, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი