პარასკევი, ნოემბერი 7, 2025
8.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები7 წლის მანძილზე "ქართული ოცნება" მიზანმიმართულად არ სჯის...

7 წლის მანძილზე “ქართული ოცნება” მიზანმიმართულად არ სჯის დამნაშავეებს – ირმა ინაშვილი

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი გიგი უგულავას დაკავების ფაქტს ეხმაურება და განმარტავს, რომ უგულავას დასაკავებლად მმართველმა გუნდმა არასწორი დრო შეარჩია. ინაშვილი მმართველ გუნდს მიმართავს და კითხვას უსვამს: “თუ ბიუჯეტიდან 48 მილიონის წაღების თემაზე გამოძიებას 7 წელს ანდომებ, სხვა, გაცილებით რთულ საქმეებს რა ვადებში გამოიძიებ?

7 წლის მანძილზე “ქართული ოცნება” მიზანმიმართულად არ სჯის დამნაშავეებს და როცა ალაგ-ალაგ სჯის, მართლმსაჯულების შედეგი იმდენად გაუგებარ დროს, მოცემულობას და სიტუაციას ემთხვევა, რომ აუხსნელი ხდება, რატომ მაინც და მაინც დღეს და არა 6 თვის წინ ან 3 თვის შემდეგ?

ეს აუხსნელობა რომ არა, პოლიტიკურ მოტივაციაზე საუბარი არც და ვერც იქნებოდა. იგივე უგულავას საქმე ძიებაშია ჯერ კიდევ 2013 წლიდან. ასეთი სტანდარტული, არართული საქმის გამოძიებას და მართლმსაჯულების შედეგს მაინც და მაინც 2020 წლის თებერვლამდე მოღწევა რატომ დაჭირდა?

თუ ბიუჯეტიდან 48 მილიონის წაღების თემაზე გამოძიებას 7 წელს ანდომებ, სხვა, გაცილებით რთულ საქმეებს რა ვადებში გამოიძიებ, 2024 წლის არჩევნების წინ? ამ დროისთვის ან შენ სად იქნები და ან ქვეყანა რა ვითარებაში იქნება”, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ირმა ინაშვილი.

ავტორი
ბეჟან ბერულავა

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სამწუხაროა, როდესაც უყურებ, როგორ კვდება შენს თვალწინ შენი საყვარელი ქვეყანა, რომელსაც თან მიაქვს…” –...

სოციალურ ქსელში მძიმე სტატუსს აქვეყნებს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე,...

“ახლა მინდა ვურჩიო ღარიბაშვილს, იგივე ჰაკიმ ფაშა ტრიტრის, მოერიდოს…” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 3 წლის წინანდელ ფაქტებს...

“მოსაპარი კიდევ ბევრია! საქმე (ქურდობა) ლაპარაკის ნაცვლად! აი, რა ყოფილა “ქართული ოცნების” ნამდვილი საარჩევნო...

პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, ეკონომისტ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახლა მინდა ვურჩიო ღარიბაშვილს, იგივე ჰაკიმ ფაშა ტრიტრის, მოერიდოს…” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 3 წლის წინანდელ ფაქტებს...

“არჩევნებია ქვეყანაში გაუქმებული და პარტიის იურიდიული რეგისტრაცია ვის რა ჯანდაბაში სჭირდება” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა პარტიების გაუქმების მოთხოვნით, მმართველი გუნდის...

“50 000 ადამიანი რომ შევთანხმდეთ და კვირაში ერთხელ ვიმორიგეოთ საღამოს რუსთაველზე, უბრალოდ ვერავის ვერ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი თვეების განმავლობაში რუსთაველის...