ქვეყნის პოლიტიკური ორიენტირის დასადგენად, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით, მწვავე შეფასებებით ეხმიანება, პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი:
“რეფერენდუმი?? რისი რეფერენდუმი? პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თქვა (ვციტირებ): ” გვინდა ევროპული მომავალი თუ გვინდა რუსული მომავალი “ამასთან დაკავშირებით ჩატარდეს რეფერენდუმიო!!“
საოცარია, რა რეფერენდუმი?? რეფერენდუმი ჩატარებულია ორჯერ საქართველოში და 80 პროცენტი დასავლეთის – ევროვექტორის მომხრეა.
კონსტიტუციით მკვეთრად გაწერილი ( 78-ე მუხლი) არჩევანი დიდი ხანია გაკეთებულია!✌️უკაცრავად და ეჭვქვეშ რატომ და ვინ აყენებს უკვე არსებულ არჩევანს?!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თაკო ჩარკვიანი.