პარასკევი, ივლისი 11, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"წინ დიდი გამარჯვება გველის და აუცილებლად დავამარცხებთ ამ...

“წინ დიდი გამარჯვება გველის და აუცილებლად დავამარცხებთ ამ ბოროტ ძალას, რომელმაც საკუთარი თავი ღალატის პარტიად გაიფორმა” – გიორგი ვაშაძე “ქართულ ოცნებაზე”

,,გამარჯვების კოალიციის” ერთ-ერთი ლიდერი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე დღეს გამართულ ბრიფინგზე საუბრობს ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე, არჩევნების მნიშვნელობისა და სამოქმედო გეგმის შესახებ:

,,ბოლო 24 საათის მანძილზე ბევრი შეხვედრა მქონდა ქვეყნის შიგნით, ვესაუბრე ჩვენს ძალიან ბევრ პარტნიორს უცხოეთში და მინდა გაგიზიაროთ ჩვენი შეფასება ქვეყანაში დღეს არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით:

პირველი – სამწუხაროა, რომ რუსული კანონის მიღების შემდგომ, ,,ქართული ოცნების’’ ხელისუფლებაში ყოფნის ვადით, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი დახურულია ანუ ევროკავშირის კარები დახურულია საქართველოსთვის. უფრო მეტიც, კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ დიდი შესაძლებლობები იქნა ხელიდან გაშვებული ამ მომენტისთვის, ვგულისხმობ ამერიკიდან შეთავაზებულ უვიზო მიმოსვლას, თავისუფალ ვაჭრობას, რაზეც ფაქტობრივად ,,ქართულმა ოცნებამ’’ რუსული კანონის მიღებით თქვა უარი.

ეს არ არის ჩემი მოსაზრება, ეს არის მსოფლიო ლიდერების და ჩვენი მეგობრების მოსაზრება. შესაბამისად ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა წინ 26 ოქტომბრის სახით, რასაც მინდა მეორე – აუცილებლად ხაზი გავუსვა არის, რომ მშვიდობიანმა, მრავალათასიანმა, განგრძობითმა პროტესტმა ძალიან დიდი შედეგი გამოიღო. დღეს საქართველო არის ყურადღების ცენტრში ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან და მერწმუნეთ ქართველ ხალხს ჩვენი პარტნიორები არ მიატოვებენ, ისინი დგანან ქართველი ხალხის გვერდით და ამას აბსოლუტურად ღიად და მკაფიოდ გამოხატავენ.

მესამე – 26 ოქტომბრამდე კონკრენტული ნაბიჯები აუცილებლად იქნება გადადგმული კიდევ უფრო მკაცრი და მკაფიო, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, მაგრამ მთავარი ახლა, რაც უნდა ,,ქართულ ოცნებას’’ დათესოს – ნიჰილიზმი, უიმედობა… შემხვდნენ ადამიანები, რომლებიც მეუბნებოდნენ, რომ ქვეყნიდან წასვლას ხომ არ აქვს აზრი?! არა მეგობრებო, ახლა პირიქით დიდი გაერთიანების და ერთად დგომის დრო არის, რომ ეს დიდი ბრაზი, ეს დიდი მუხტი, რაც ჩვენ გვაქვს გარდავსახოთ დიდ გამარჯვებაში 26 ოქტომბერს. 26 ოქტომბერი ეს არის, ნამდვილად ისტორიული რეფერენდუმი, არ განსაზღვრავს საქართველოს მხოლოდ შემდგომი ოთხი წლის მდგომარეობას, არამედ განსაზღვრავს შემდგომი ათწლეულების მანძილზე სად ვიქნებით ჩვენ.

დიახ, რეფერენდუმია თუ ,,ქართული ოცნება’’ ინარჩუნებს ხელისუფლებას, მაშინ ივანიშვილის ხელში ჭაობი იქნება ამ ქვეყანაში, თუ ჩვენ ვცვლით ხელისუფლებას, ვიწყებთ სწრაფ ინტეგრაციას ევროკავშირთან, მივიღებთ უვიზო მიმოსვლას აშშ-სთან, 15 დეკემბრისთვის გავხსნით მოლაპარაკებების ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ძალიან დიდ ინვესტიციებს შემოვიტანთ – დაახლოებით 14-მილიარდია თანხა, რომ დავთვალეთ, რომელიც საქართველოს შეუძლია მიიღოს შემდგომი სამი-ოთხი წლის მანძილზე, რაც ნიშნავს სამჯერ გაზრდილ ეკონომიკას, დაბრუნებულ ემიგრანტებს, და მთავარი ნიშნავს ისტორიული სამართლიანობის აღდგენას.

აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მე მინდა ვთქვა ჩვენი პარტიისა და ოპოზიციის სახელით, რომ უახლოეს დღეებში ჩვენეულ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას გაგაცნობთ – პირდაპირ ვიტყვი, რომ ძალა ერთობაშია, ყველანი ერთად უნდა დავდგეთ და ის დიდი დუღილი, ის დიდი ენერგია, რომელიც ახლა ეროვნული ენერგია არის მობილიზებული უნდა გარდავსახოთ დიდი გამარჯვებაში 26 ოქტომბერს რეფერენდუმში, სადაც თითოეული ჩვენგანის ამოცანაა დავიცვათ ხმები, მანამდე ჩვენი ამოცანაა მოვიაროთ მთელი საქართველო, ყველა ადამიანი თუ ვინმე დასარწმუნებელი გახდა დავარწმუნოთ განსაკუთრებით რეგიონებში, თბილისიდან ახლა ზაფხულის მანძილზე რეგიონებში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სიარული და გავერთიანდეთ ყველანი საქართველოს გადასარჩენად.

წინ დიდი გამარჯვება გველის და აუცილებლად დავამარცხებთ ამ ბოროტ ძალას, რომელმაც საკუთარი თავი ღალატის პარტიად გაიფორმა, ,,ქართულ ოცნებას’’ ვგულისხმობ. ასე, რომ წინ გამარჯვებისკენ!’’, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“პროტესტი რომ არ აწუხებდეთ, ყოველ კვირას ახალ რეპრესიებს კი არ გამოაცხადებდნენ” – გია ჯაფარიძე

საპროტესტო აქტივობებთან მიმართებაში, მმართველი პარტიის დამოკიდებულებაზე საუბრობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი,...

“ქულების დაწერა თუ გინდათ, საყოველთაო პოლიტიკური ამნისტია გამოაცხადეთ, სინდისის პატიმრები გამოუშვით‼️‼️‼️” – ელისო კილაძე

მიხეილ ყაველაშვილის მიერ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ გაკეთებულ...

“ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დააკნინოს საქართველოში პოლიცია” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე, ქვეყანაში პოლიციის, ძალოვანი სტრუქტურების როლს...

“თუ ყაველაშვილის მხრიდან ამ განცხადებას არ ღებულობენ იმიტომ, რომ არალეგიტიმურს ეძახიან, ბოდიში და იმ...

პარლამენტის დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ირონიული შეფასება-განმარტებებს აკეთებს ოპოზიციის მიერ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ გეოპოლიტიკის იმედზე… შეტევა და მხოლოდ შეტევა!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა...