,,ქართული ოცნების” დეპუტატი, ვიქტორ ჯაფარიძე ჟურნალისტებთან მწავე კომენტარს აკეთებს ე.ი. ,,რუსული კანონის” წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებსა და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან გამოთქმულ მძიმე განცხადებებთან დაკავშირებით:
,,სირცხვილი არის ის, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილი მიჩვეული არის მონობას, მორჩილებას. როგორ წარმოგიდგენიათ, საქართველოს პარლამენტის წევრს, რომელმაც კანონს მხარი დაუჭირა თავისი შეგნებით, მას უცხო ქვეყნის, გნებავთ, სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე, ვინც გინდა, მეუბნება – ,,ამ კანონს ხმა რატომ მიეციო?”, ეს არის დემოკრატია?! ჩემი ქვეყნის პარლამენტის საქმიანობაში ასეთი ჩარევა გგონიათ დემოკრატიული პროცესი?
დაასანქცირეთ ბატონო, რაც გინდათ ის ქენით. დაიმახსოვრეთ ერთხელ და სამუდამოდ, ეს ქვეყანა არის დამოუკიდებელი! კეთილი ინებონ და ქვეყნის დამოუკიდებლობას პატივი სცენ!
ეს მომავალი თაობა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, უმეტესობა შეცდომაში არის შეყვანილი, მომავალი თქვენია, მოხვალთ ხელისუფლებაში, როცა თქვენ გაგიბედავენ იმას, რომ ,,ამა თუ იმ კანონს მხარი რატომ დაუჭირე”, მაშინ მიხვდებით, რამხელა შეცდომას ჩადიოდით დღეს ამ კანონის გაპროტესტებით, როდესაც ფიქრობთ, რომ პარლამენტის წევრმა თავისი ნებით არ უნდა დაუჭიროს მხარი ამა თუ იმ კანონს.
იცით საერთოდ მონა რა არის? მე ვარ მონა, ჩვენ ვართ მონები და 50-100 ლარის გულისთვის ,,სვისტოკი” რომ უკავია პირში და ის თავისუფალი ადამიანია?!
[,,პარალელის” ჟურნალისტის შეკითხვა]: ვის გულისხმობთ, როცა აცხადებთ, რომ ,,სვისტოკი” უჭირავს 50 ლარის გულისთვის? აქციის მონაწილეებს გულისხმობთ?
– ვინც ფულის გულისთვის არის იქ [აქციაზე]. მაგალითად, ის ახალგაზრდა ბიჭი, რომ გარბოდა, უსტვენდა და იგინებოდა წინა დღეს.
[,,პარალელის” ჟურნალისტის შეკითხვა]: ეს ფულის გულისთვის იყო და არ იყო საზოგადოებრივი პროტესტი?
– დარწმუნებული ვარ!”, – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.
ავტორები
ნინი ხიჯაკაძე
ალექსანდრე ლეჟავა