პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია მოსახლეობასთან შეხვედრის დროს საუბრობს იმ მიზეზებზე, რის გამოც ,,ქართულმა ოცნებამ” ,,უცხოური გამჭვირვალობის” კანონი მიიღო:
,,ამ კანონს იღებენ ერთადერთი მიზნით, რომ საქართველოს მოქალაქეების რაღაც ნაწილზე თქვან, რომ ,,ეს არის მოღალატე და აგენტი”. სხვა მიზანი ამ კანონს არ აქვს.
ის ფული როგორ შემოდის და ვისთან მიდის, ეს ზეპირად იცის ყველამ. უბრალოდ, სამართლებრივი კანონის საფუძველი არ აქვთ, რომ მაგალითად, გიორგი გახარიაზე ან პეტრე პეტრიაშვილზე თქვა, რომ ,,ამან აქედან მიიღო ფული, ეს ფული დახარჯა ამაში და შესაბამისად, ეს არის აგენტი”.
საბოლოო მიზანი რა არის? – ეს კანონი კი არ არის მიზანი, მიზანი არის არჩევნები. დღეს ხდება საქართველოში პირველად, როდესაც მაჟორიტარები აღარ არიან და სრულად პროპორციული სისტემაა.
ე.ი. ,,ოცნებას”, რომლის ნაწილიც მეც ვიყავი, მე-4 ვადით 12 წლის შემდეგ უნდა, რომ აიღოს 50%-ზე მეტი, რაც უბრალოდ მათემატიკურად გამორიცხულია, შეუძლებელია”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე