საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს ოპოზიციის მხრიდან გამოცხადებულ ბოიკოტთან დაკავშირებით:
,,ჩვენ ბოიკოტი გამოვუცხადეთ იმ ხალხს, იმ ქმედებას, რომელიც ჩაიდინა ,,ქართულმა ოცნებამ” ანუ ,,რუსულმა კოშმარმა” ღალატის სახით, რომ საქართველოს დაუხურეს ყველა კარი ევროპისა და ჩვენი პარტნიორებისკენ.
საქართველო დღეს, ფაქტიურად, იზოლაციისკენ მიდის. იზოლაციაში მეგობრების გარეშე მარტო დარჩენილი საქართველო ნიშნავს რუსეთის აგრესიის პირისპირ მარტო დარჩენას. ჩვენ მხოლოდ ქართველი ხალხისა და დასავლეთის რეაქციის იმედზე უნდა ვიყოთ, როცა რუსეთთან ვრჩებით მარტო”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
პაატა მანჯგალაძემ, ასევე, გააკეთა შეფასება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაცხადებულ ინიციატივაზე რეფერენდუმთან დაკავშირებით:
,,ცოტა მეტი გავიგე რეფერენდუმის შესახებ. თავიდან ვთქვი კიდეც, რომ გაუგებარი ინიციატივა იყო და ახლაც რომ ვთქვა დიდად მომწონს, – არ მომწონს.
თუ საჭიროდ ჩათვლიან მე არ ვიქნები წინააღმდეგი.
თუმცა რეფერენდუმი იმ საკითხზე, რომელიც 2000 წლის უკან გადაწყვიტა ქართველმა ხალხმა, არ მგონია, რომ სწორი იყოს”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ავტორები
ნინი ხიჯაკაძე
ალექსანდრე ლეჟავა