შაბათი, ივლისი 5, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მივესალმები რეფერენდუმის იდეას, ამავე დროს ამ საქმეს მარტო...

“მივესალმები რეფერენდუმის იდეას, ამავე დროს ამ საქმეს მარტო რეფერენდუმით ვერ ვუშველით, საჭიროა მრავალმხრივი, ძლიერი პასუხი და ძალიან კარგი ორგანიზება” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ეხმაურება რეფერენდუმთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მოქალაქეებმა დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია/სურვილი ქვეყნის პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით – ევროპისკენ თუ რუსეთისკენ:

გუშინ ჩვენ ხარებას პირით საჯაროდ გამოგვიცხადეს, რომ საქართველოში საბოლოოდ დამყარდა ტერორისტული რეჟიმი.

მივესალმები რეფერენდუმის იდეას, ამავე დროს ამ საქმეს მარტო რეფერენდუმით ვერ ვუშველით (თუმცა თავისთავად ხელმოწერების ფართო კამპანიას მოაქვს თავისი სარგებელი). საჭიროა მრავალმხრივი, ძლიერი პასუხი და ძალიან კარგი ორგანიზება, ველზე ბევრი ლიდერის გააქტიურება, ყველგან და ყველა მიმართულებით.

UPD:
მე ყოველთვის მივესალმები ნებისმიერ იდეას, მათ შორის ,,რეფერენდუმის”(კაზუისტიკაში ნუ შევალთ), რომელიც პოლიტიკურად გაააქტიურებს საზოგადოებას, ხელს შეუწყობს მის მობილიზებას წინასაარჩევნო პერიოდში და არ დააგდებს საზოგადოებაში არსებულ პოლიტიკურ მუხტს.

ჩემი აზრით, პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული “რეფერენდუმისათვის” ხელმოწერების შეგროვების პროცესი (დამოუკიდებლად იმისა, გამოცხადდება თუ არა საბოლოოდ “რეფერენდუმი”) უნდა გამოვიყენოთ, როგორც ერთ-ერთი თავისთავად კარგი მექანიზმი, რომელიც ლიდერებს და აქტივისტებს მოსახლეობასთან აქტიური კონტაქტის საშუალებას მისცემს.

საჭიროა მრავალმხრივი, ძლიერი აქტივობები და მოქმედებები, ძალიან კარგი ორგანიზება და კოორდინაცია“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სუფთა სინდისით შემიძლია დღეს გითხრათ – მოგიტ***თ სამართლიანობა” – გოჩა მირცხულავა “ქართული ოცნების” ამომრჩევლებზე

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სამართალსა და სამართლიანობაზე საუბრობს და მძიმე...

მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს არსენიო დომინგესს შეხვდა

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, არსენიო...

“ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დააკნინოს საქართველოში პოლიცია” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე, ქვეყანაში პოლიციის, ძალოვანი სტრუქტურების როლს...

“ბიზნესი, რომელიც რეკლამას ანთავსებს მხოლოდ სახელისუფლებო მედიასაშუალებებში, ემსახურება რუსულ რეჟიმს” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“რუსეთის ჩვენზე თავდასხმის წლისთავისთვის, პროვინციალური ტირანია ამზადებს დიდ ღალატს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ საფრთხეებზე მიანიშნებს: "ის, ვინც...