პარასკევი, ივლისი 4, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიქართველი ხალხია ღირსია, სახელმწიფო გერბზე ეწეროს - "მამული,...

ქართველი ხალხია ღირსია, სახელმწიფო გერბზე ეწეროს – “მამული, ენა, სარწმუნოება” – ფრიდონ ინჯია

დევიზი – „მამული, ენა, სარწმუნოება“ მრავალსაუკუნოვანი მნიშვნელობის გამოდგა ქართველი ხალხისთვის, ის ღირსეული და თავისუფალი, დამოუკიდებელი ერის, ქართული სახელმწიფოს უცვლელ ფორმულად იქცა. ეს სიტყვები დღესაც, ისევე, როგორც შორეულ 1860 წელს იყო ილიას მიერ ნათქვამი, არ კარგავს აქტუალობას და უფრო მეტიც – კვლავ გაერთიანებისა და გამოღვიძებისკენ უბიძგებს ჩვენს საზოგადოებას“, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ფრიდონ ინჯია პლენარულ სხდომაზე ინიციატივით გამოვიდა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოზე – გერბზე წარწერის ცვლილებას ეხება.

15 მაისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავაჟღერე წინადადება საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოზე – გერბზე ცვლილების შესახებ და კიდევ ერთხელ მინდა გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრება ამ საკითხზე. ჩემი გამოსვლის შემდეგ 10 დღეზე მეტი გავიდა და ამ პერიოდში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 26 მაისს გამოსვლისას ორჯერ გაიმეორა ეს დევიზი – „მამული, ენა, სარწმუნოება“, რომელიც ასე ახლობელია ქართველი ხალხისთვის. ეს დევიზი მრავალჯერ გააჟღერა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა და დღეს ჩემმა კოლეგამ და მეგობარმა მერაბ ქვარაიამაც ასევე სიამაყით წარმოთქვა. ჩვენს დიდ მამულიშვილს, ილია ჭავჭავაძეს უთქვამს:

სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან – მამული, ენა და სარწმუნოება და ამათ უნდა ვუპატრონოთ. რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ ჩვენს შთამომავლობას“. ამ სიტყვებით დიდმა ილიამ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფი ქართველი ხალხის გამაერთიანებელი ცნებები – კულტურული და პატრიოტული სიმბოლოები შექმნა, რომლითაც ქართული ეროვნული ცხოვრების გამოღვიძებას დაუდო საფუძველი“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

როგორც მან აღნიშნა, მამული, ენა, სარწმუნოება – ეს ისეთი სიტყვებია, რომელიც კრავს საზოგადოებას საქართველოში.

შესაძლებელია სარწმუნოება სხვადასხვა ჰქონდეს ჩვენს მოსახლეობას, მიუხედავად ამისა, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი – 80% მართლმადიდებელია, მაგრამ საზოგადოებას კვლავ შეკრავს ჩვენი მამული, რომელიც სათაყვანებელია იგივე ჩვენი მუსლიმი ძმებისთვის და სხვა რწმენის მოქალაქეებისთვის, რომლებიც საქართველოში ოდითგანვე იყვნენ. ასევე გვაერთიანებს ჩვენი უძველესი ენა – ქართული, რომლითაც ასე ვამაყობთ, თუ ვინმე არის ღირსი, რომ სახელმწიფო გერბზე ეწეროს „მამული, ენა, სარწმუნოება“, ეს სწორედ საქართველოს მოსახლეობა და ქართველი ხალხია თავისი ისტორიით, მამულისა და უფლისადმი სიყვარულით და თავდადებით“, – განაცხადა „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა.

ფრიდონ ინჯიამ კოლეგებს მიმართა, პარტიული შეხედულების მიუხედავად, გაიზიარონ მისი წინადადება გერბზე წარწერის შეცვლის თაობაზე და მხარი დაუჭირონ საკითხის გადაწყვეტას.

მანამ, სანამ დედამიწაზე იარსებებს საქართველო, ამ სიტყვებს, მათში ჩადებულ აზრს ალტერნატივა არა აქვს. მივიღოთ ეს ცვლილება. ამასვე ვთხოვ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ბევრი გააკეთა მამულისთვის. მან ამ ბოლო პერიოდში გადაარჩინა მამული ომისა და გაჩანაგებისგან, ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით. უდიდესია მისი ღვაწლი ქვეყნის წინაშე, მარტო სამების ტაძარი რად ღირს, რომელიც მან ააშენა და სადაც ამ დღეებში ათეულობით ათასი მორწმუნე ზეიმობდა ოჯახის სიწმინდის დღეებს, ასევე ვთხოვ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, რომ კანონის მიღების შემდეგ აკურთხოს საქართველოს გერბი. ვთხოვ პარლამენტის თავმჯდომარეს, უმრავლესობის ლიდერს, რომ შექმნას სამუშაო ჯგუფი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ ისევ ვდგავართ საფრთხეების წინაშე, მაგრამ მაინც ვირჩევთ სტაბილურობას და არა ქაოსს” – მაია...

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს...

“ჭკუის მომკითხავი აღარ დაგრჩათ მანდ ვინმე, ქოცებო?!” – ელისო კილაძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თბილისში, ირანის საელჩოში გამართულ...

“ქოცნახირი ისევ ჩუმად იქნება” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა მწვავე შეფასებებით, კონკრეტულ განმარტება-მინიშნებებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ვიღაცამ საჯაროდ დამაჯერებლად უნდა ახსნას, თუ როგორ და რა რესურსებით აპირებს ასეთ მოცემულობაში ხელისუფლების...

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თავის მოსაზრებებს აფიქსირებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: "არჩევნების...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...