შაბათი, ივლისი 5, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დღეიდან ქვეყნის ცხოვრებაში იწყება პირდაპირი დემოკრატიის განხორციელების ეტაპი"...

“დღეიდან ქვეყნის ცხოვრებაში იწყება პირდაპირი დემოკრატიის განხორციელების ეტაპი” – გია ხუხაშვილი

ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ რეალობაზე საუბრობს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი და საზოგადოებას კონკრეტული მოქმედებისკენ მოუწოდებს:

რადგან ხელისუფლებამ საბოლოოდ დატოვა კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილების სივრცე და ამით ფაქტობრივად კანონ გარეშე დააყენა საკუთარი თავი, დღეიდან ქვეყნის ცხოვრებაში იწყება პირდაპირი დემოკრატიის განხორციელების ეტაპი.

ანუ, ხალხი პრეზიდენტთან თანამშრომლობით, დროებით იღებს კონსტიტუციის დაცვის ფუნქციას, ხელისუფლების მხრიდან ფაქტობრივი სახელმწიფო გადატრიალების აღკვეთის მიზნით, ყველა საკანონმდებლო, ადმინისტრაციული, თუ სხვა ტიპის პირდაპირი, თუ არაპირდაპირი ანტი-კონსტიტუციური ქმედების დაუმორჩილებლობის გზით.

ეს ეტაპი გაგრძელდება 26 ოქტომბრამდე, როდესაც ხალხი არჩევნების გზით აღადგენს კონსტიტუციურ წესრიგს და დააბრუნებს ქვეყანას უზენაესი კანონით განსაზღვრულ კალაპოტში.

ამ პერიოდში, ყველა იურიდიული, თუ ფიზიკური პირი, რომელიც გახდება ხელისუფლების მხრიდან კონსტიტუციის მიღმა, უკანონო ქმედების მსხვერპლი, უნდა გამოცხადდეს პოლიტიკური დევნის სუბიექტად, სათანადო დროს შესაბამისი სამართლებრივი შედეგებით, მათ მიმართ დანაშაულის ჩამდენ პირთა წრესთან მიმართებაში“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ხუხაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მე თუ მკითხავ, ეს კანონი ხელახლა არის დასაწერი” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში...

“შეცდომებს თუ არ ვაღიარებთ და გავიაზრებთ, ერთ წრეზე ვივლით” – გია ჯაფარიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გია ჯაფარიძე პოლიტიკურ პროცესში კონკრეტულ შეთავაზებებს იხსენებს: "შეცდომებს...

“სინამდვილეში პუტინს და ივანიშვილს გეოპოლიტიკური კატასტროფა დაემართათ” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალურ დირექტორს, ნინო ჯანგირაშვილს მიაჩნია, რომ პუტინის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“რუსეთის ჩვენზე თავდასხმის წლისთავისთვის, პროვინციალური ტირანია ამზადებს დიდ ღალატს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ საფრთხეებზე მიანიშნებს: "ის, ვინც...